მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გადავხედავთ საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს" - ირაკლი კობახიძე სასკოლო განათლებაზე
"გადავხედავთ საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს" - ირაკლი კობახიძე სასკოლო განათლებაზე

"გადავხედავთ საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს" - ირაკლი კობახიძე სასკოლო განათლებაზე

BM.GE26 ივნისი, 2026, 17:13|bm.ge

გადავხედავთ საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს, გადავდივართ 11-კლასიან პროგრამაზე რეპეტიტორიუმის ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო პროგრამა და სახელმძღვანელოები დაეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.

„მოხდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა და დაინერგება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი. რაც მთავარია, პროგრამა და სახელმძღვანელოები დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე სამწუხაროდ არ იყო უზრუნველყოფილი. ასევე, არაფორმალური განათლება იქნება ინტეგრირებული მაქსიმალურად სასკოლო ცხოვრებაში. იქნება უზრუნველყოფილი განათლების უწყვეტობა, პედაგოგთა პროფესიული განვითარების და მხარდაჭერის პროგრამები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სასწავლო გარემო მოსწავლეებისთვის და ამ მიმართულებით რა გეგმები გვაქვს ამას დეტალურად მოგახსენებთ. სკოლის უსაფრთხოება, სკოლების ინკლუზიურობა და მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმების დანერგვა - ეს არის ამ რეფორმის ძირითადი მიმართულებები,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, მთავრობამ სახელმძღვანელოების შეცვლის და ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე გადასვლის გეგმების შესახებ გასული წლის ბოლოს განაცხადა. ხელისუფლების გეგმების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს ასევე 12-წლიანი სწავლებიდან 11-წლიანზე გადასვლაც წარმოადგენს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება - ირაკლი კობახიძე

ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება - ირაკლი კობახიძე

BM.GE

დაახლოებით 54,000 არის სლავური ქვეყნებიდან; 44,000 კი უცხოელი სტუდენტია - კობახიძე 2024 წლის აღწერაზე

დაახლოებით 54,000 არის სლავური ქვეყნებიდან; 44,000 კი უცხოელი სტუდენტია - კობახიძე 2024 წლის აღწერაზე

BM.GE

არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე - ირაკლი კობახიძე

არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე - ირაკლი კობახიძე

BM.GE

წყალმომარაგება, გაზიფიკაცია, ინტერნეტიზაცია - როდის დასრულდება ქვეყნის მასშტაბით პროექტები?

წყალმომარაგება, გაზიფიკაცია, ინტერნეტიზაცია - როდის დასრულდება ქვეყნის მასშტაბით პროექტები?

BM.GE