მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წყალმომარაგება, გაზიფიკაცია, ინტერნეტიზაცია - როდის დასრულდება ქვეყნის მასშტაბით პროექტები?
წყალმომარაგება, გაზიფიკაცია, ინტერნეტიზაცია - როდის დასრულდება ქვეყნის მასშტაბით პროექტები?

წყალმომარაგება, გაზიფიკაცია, ინტერნეტიზაცია - როდის დასრულდება ქვეყნის მასშტაბით პროექტები?

BM.GE26 ივნისი, 2026, 17:43|bm.ge

2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას წყალმომარაგების, გაზიფიკაციის და ინტერნეტიზაციის პროგრამების დასრულების ვადების შესახებ ჰკითხეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხთან დაკავშირებითაც და უახლოეს მომავალში დაზუსტდება შესაბამისი სოფლების ნუსხა და განხორციელდება გაზიფიკაცია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში.

„რაც შეეხება წყალმომარაგებას, 2027 წლისთვის იქნება დაფარული წყალმომარაგებით, უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი, ყველა ის ქალაქი, რომელიც შედის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის ზონაში. აქ არ შედის რამდენიმე დიდი ქალაქი, აჭარის მუნიციპალური ცენტრები. 48-ვე ქალაქი იქნება დაფარული 2027 წლის ბოლოსთვის.

რაც შეეხება გაზიფიკაციას, ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, რომ საბოლოოდ გავიაროთ იმ სოფლების ნუსხა, სადაც მიზანშეწონილია გაზის შეყვანა და აქ, რა თქმა უნდა, კრიტერიუმი იქნება ხარჯეფექტიანობა, დანახარჯის და ეფექტის თანაფარდობა და ა.შ. აუცილებლად უახლოეს მომავალში დაზუსტდება შესაბამისი სოფლების ნუსხა და სადაც მიიღება გადაწყვეტილება, იქ ყველგან განხორციელდება გაზიფიკაცია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს გეგმაც მოგვიანებით დაზუსტდება.

და რაც შეეხება ინტერნეტიზაციას, 2012 წელს ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი იყო 37.8%. უკვე 2024 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 98.8%-მდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი, ანუ 2027 წელს იქნება უზრუნველყოფილი სრული დაფარვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს

BM.GE

ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით რა თქმა უნდა პასუხს აშშ-დან - ირაკლი კობახიძე

ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით რა თქმა უნდა პასუხს აშშ-დან - ირაკლი კობახიძე

BM.GE

რუსთაველის რეაბილიტაციის ტენდერში განაცხადი ერთმა კომპანიამ წარადგინა - ვის ეკუთვნის "სმარტ სოლუშენსი"?

რუსთაველის რეაბილიტაციის ტენდერში განაცხადი ერთმა კომპანიამ წარადგინა - ვის ეკუთვნის "სმარტ სოლუშენსი"?

BM.GE

იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან - ირაკლი კობახიძე

იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან - ირაკლი კობახიძე

BM.GE