მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაერთიანებული სამეფო, აშშ, ნიდერლანდები... – TOP-10 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში FDI ჩაიდო
გაერთიანებული სამეფო, აშშ, ნიდერლანდები... – TOP-10 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში FDI ჩაიდო

გაერთიანებული სამეფო, აშშ, ნიდერლანდები... – TOP-10 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში FDI ჩაიდო

BM.GE9 ივნისი, 2026, 20:57|bm.ge

2026 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან, აშშ-დან და ნიდერლანდებიდან შემოვიდა. სექტორების რეიტინგის სათავეში კი საფინანსო და სადაზღვევო, უძრავი ქონებისა და ICT დარგები არიან. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა.

წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 271.2 მლნ. აშშ დოლარის FDI ჩაიდო. წლიური ზრდა 47.7%-ია. ამასთან, რეინვესტიციის წილი მთლიან FDI-ში ნახევარზე მეტია და 53.8% აღწევს. საქსტატში განმარტავენ, რომ FDI-ს „ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით“

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 47.6 პროცენტს შეადგენს. TOP-10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

• გაერთიანებული სამეფო – $52.4$ მლნ. (19.3%) • აშშ – $47.5$ მლნ. (17.5$) • ნიდერლანდები – $29.2$ მლნ. (10.8%) • აზერბაიჯანი – $20.9$ მლნ. (7.7%) • მარშალის კუნძულები – $19.8$ მლნ. (7.3%) • გერმანია – $17.0$ მლნ. (6.3%) • რუსეთი – $17.0$ მლნ. (6.3%) • მალტა – $16.1$ მლნ. (5.9%) • იაპონია – $12.8$ მლნ. (4.7%) • ჩინეთი – $12.4$ მლნ. (4.6%)

განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 77.8% შეადგინა. ამასთან ყველაზე დიდი FDI საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა.

ეკონომიკის TOP-10 დარგის რეიტინგი ასეთია:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – $125.1 მლნ (46.1%); • უძრავი ქონება – $48.8$ მლნ ($18.0%); • ინფორმაცია და კომუნიკაცია – $37.2 მლნ (13.7%); • ენერგეტიკა – $31.9 მლნ (11.8%); • ვაჭრობა – $24.6 მლნ (9.1%); • დამმუშავებელი მრეწველობა – $18.5 მლნ ; • მშენებლობა – $12.3 მლნ ; • ხელოვნება, გართობა და დასვენება – $8.4 მლნ ; • ადმინისტრაციული საქმიანობები – $5.9 მლნ ; • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – $4.6 მლნ ;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE