მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეებმა დემონტაჟი თავად არ განახორციელეს - კალაძე სადგურის მოედნის გაწმენდაზე
გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეებმა დემონტაჟი თავად არ განახორციელეს - კალაძე სადგურის მოედნის გაწმენდაზე

გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეებმა დემონტაჟი თავად არ განახორციელეს - კალაძე სადგურის მოედნის გაწმენდაზე

BM.GE14 ივლისი, 2026, 16:05|bm.ge

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება აუცილებელი იყო, რადგან უკანონო გარე ვაჭრობა მოქალაქეებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემასა და დისკომფორტს წარმოადგენდა.

მერის თქმით, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარე მოვაჭრეებმა უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი თავად არ განახორციელეს, რის გამოც მერიას სპეციალური ღონისძიების ჩატარება მოუწია.

„ეს ქალაქი ყველასია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ წარმოადგენდეს პრობლემას, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე უდიდესი გამოწვევა იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და გავლა შეუძლებელი ხდებოდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ისეთი ლოკაციაა (ბაზრობების ტერიტორია), სადაც გარე მოვაჭრეებს შეუძლიათ შევიდნენ და საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა იქ განაგრძონ.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თევდორე მღვდლის, აბასთუმნისა და წინამძღვრიშვილის ქუჩები უკანონო კონსტრუქციებისა და დახლებისგან გუშინ, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში გაათავისუფლა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ალბათ, იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთაფორმულა
  • კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაშირუსთავი 2
  • კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე კომენტარს აკეთებსტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

რუსეთის დარტყმის შედეგად "ხორტიცას" ალკოჰოლური ქარხანა განადგურდა

რუსეთის დარტყმის შედეგად "ხორტიცას" ალკოჰოლური ქარხანა განადგურდა

BM.GE

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V გარდაიცვალა

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V გარდაიცვალა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

შავ ზღვაში კომერციული გემი ჩაიძირა | რა ვიცით?

შავ ზღვაში კომერციული გემი ჩაიძირა | რა ვიცით?

BM.GE