მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის ომი იყო გარედან წამოსული დაკვეთა და ის უმძიმესი ჭრილობები ქვეყანას დღესაც არ აქვს მოშუშებული.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის დავით საყვარელიძის მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ნათლად ჩანს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში და რამდენად საშიშია ოპოზიციაშიც.

"ჩვენ ვიცით, რა როგორ იყო რეალურად, იგივე რეზოლუცია როგორ იქნა მიღებული, პროცესები როგორ დაიწყო. ცხადი და ნათელია, რომ ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახორციელებდა. ქვეყანას შეეძლო ომის თავიდან არიდება, თუმცა სააკაშვილის ავანტიურამ მოგვიტანა ის უბედურება, რაც მივიღეთ 2008 წელს. რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული დაკვეთა იყო, ისინი გადაწყვეტილებებს მარტო ვერ იღებდნენ, ისინი წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურას, ჰყავთ თავიანთი გარე პატრონები, "დიფ სთეითის" სახით. უმძიმესი შედეგი მივიღეთ 2008 წელს და დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები.

დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2