
გაიაფდა - უმაღლესი განათლება, ლობიო, კივი... გაძვირდა - საწვავი, გაზეთი... | ინფლაციის დეტალური ინდექსი
საქსტატმა ოქტომბრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში ფასები წინა წელთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა. ამასთან, ინფლაცია სექტემბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით დაჩქარდა. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ყოველთვიური გამოკვლევით ითვლის. ამ 305 საქონელსა და მომსახურებას შორის შედის როგორც სურსათი და საწვავი; ასევე საოჯახო ტექნიკა; კომუნალური და ჯანდაცვის სერვისები; გართობა დასვენება და მოგზაურობა; ტანსაცმელი და სხვა საქონელი.
დეტალური ინდექსის თანახმად, წელს ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში გაძვირებულია გაზეთი, რომელიც წლიურად 67.62%-ით არის გაძვირებული; მეორე ადგილზეა დიზელის საწვავი ფასის 21.29%-ის ზრდით; ტოპ 10 ყველაზე გაძვირებულ საქონელს შორის ასევეა ბენზინი ფასის 37.15%-ის მატებით. რაც შეეხება გაიაფებულ საქონელსა და მომსახურებას მათ შორის მოხვდა უმაღლესი განათლება ფასის 32.94%-ის კლებით, რაც დაკავშირებულია იმასთან რომ 2026 წლის საშემოდგომო სემესტრიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული პირველკურსელებისთვის სწავლის გადასახადი გაუქმდა, რაც საქსტატის შეფასებით მთლიანად უმაღლესი განათლების (როგორც კერძო ასევე საჯარო) ღირებულებაში ფასის 32.94%-ის კლებით აისახა. გარდა უმაღლესი განათლებისა ასევე გაიაფდა კივი (41.75%-ით); ქლიავი (50.39%-ით) და მწვანე ლობიო 26.45%-ით.
ოქტომბრის განმავლობაში წინა წელთან შედარებით ყველაზე გაძვირებული საქონელი და მომსახურება:
# დასახელება ფასის წლიური ზრდა 1 გაზეთი 67.62% 2 დიზელის საწვავი 61.29% 3 პომიდორი 37.51% 4 ბენზინი 37.15% 5 თვითმფრინავით მგზავრობა 35.21% 6 ჟურნალი 30.07% 7 შებოლილი თევზი 29.86% 8 ქალის ფეხსაცმლის შეკეთება 29.42% 9 შამპუნი 26.35% 10 ავტომობილის შეკეთება 26.04%
ოქტომბრის განმავლობაში წინა წელთან შედარებით ყველაზე გაიაფებული საქონელი და მომსახურება:
# დასახელება ფასის წლიური კლება 10 თეფში -19.76% 9 საზამთრო -20.77% 8 ნიორი -23.53% 7 წიწაკა -25.19% 6 მწვანე ლობიო -26.45% 5 ლიმონი -27.69% 4 მანდარინი -32.38% 3 უმაღლესი სასწავლებლის გადასახდელი -32.94% 2 კივი -41.75% 1 ქლიავი -50.39%
BM.GE
წყარო: bm.ge