მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი
"გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

"გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

BM.GE9 მაისი, 2026, 19:53|bm.ge

რუსეთის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე განაცხადა, რომ "გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი იქნება“. ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ გამარჯვებულთა თაობის დიადი გმირობა უკრაინასთან მებრძოლებს შთააგონებს.

„მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია. ჩვენ ერთად ვართ. გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი იქნება. დიდება გამარჯვებულ ხალხს, დიდება ვეტერანებს, დიდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს!“ - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები უპირისპირდებიან ძალებს, რომლებიც NATO-ს მხრიდან არიან მხარდაჭერილები და აღჭურვილები. „ამის მიუხედავად, ჩვენი გმირები წინ მიიწევენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და სამხედროებსა და ყველა რუსს გამარჯვების დღე მიულოცა

მოსკოვში, წითელ მოედანზე, დიდი სამამულო ომის გამარჯვების 81-ე წლისთავის აღსანიშნად აღლუმი გაიმართა. ქვეითთა კოლონის შემადგენლობაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ასევე ჩრდილოეთ კორეის (KNDR) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღლუმთან დაკავშირებით რუსეთის დედაქალაქში რვა ქვეყნის ლიდერი და ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის სამი წარმომადგენელი ჩამოვიდა. სტუმრებს შორის იყვნენ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომართ თოყაევი და უზბეკეთის ლიდერი შავქათ მირზოევი. მოსკოვში ასევე ჩავიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE