მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გამოკითხული კომპანიების 34% ელის II კვარტალში დასაქმებულთა ზრდას - BAG ინდექსი
გამოკითხული კომპანიების 34% ელის II კვარტალში დასაქმებულთა ზრდას - BAG ინდექსი

გამოკითხული კომპანიების 34% ელის II კვარტალში დასაქმებულთა ზრდას - BAG ინდექსი

BM.GE1 მაისი, 2026, 19:34|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის თანახმად, 2026 წლის I კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 30%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.

რაც შეეხება 2026 წლის II კვარტალის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 34% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, ხოლო 64% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას ელის.

სექტორებს შორის, 2026 წლის I კვარტალის მდგომარეობით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება.

რაც შეეხება 2026 წლის II კვარტალის მოლოდინს, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ყველაზე პოზიტიური შეფასებით აქაც ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა.

რაც შეეხება გაყიდვებს და მოთხოვნას, 2026 წლის I კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 30%-მა დააფიქსირა გაყიდვების ზრდა, ხოლო 26%-მა - შემცირება. გამოკითხული კომპანიების 74% ფიქრობს, რომ მეორე კვარტალში მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო 3% შემცირებას მოელის.

გაყიდვების მხრივ, სექტორებს შორის, 2026 წლის I კვარტალის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მრეწველობის (41%) სექტორში აფასებენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად - მშენებლობის სექტორში (10%). 2026 წლის II კვარტალისთვის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი ვაჭრობის სექტორში (79%) ფიქსირდება.

I კვარტალში ფასები კომპანიების 32%-მა გაზარდა... II კვარტალში მატებას 36% ვარაუდობს - BAG ინდექსი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE