მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გამოწვევად რჩება ახალი ბიზნესებისთვის 50 000-ლარიანი ბრუნვის მოთხოვნა უცხოელების დასაქმებისთვის - რუსუდან ხაზარაძე
გამოწვევად რჩება ახალი ბიზნესებისთვის 50 000-ლარიანი ბრუნვის მოთხოვნა უცხოელების დასაქმებისთვის - რუსუდან ხაზარაძე

გამოწვევად რჩება ახალი ბიზნესებისთვის 50 000-ლარიანი ბრუნვის მოთხოვნა უცხოელების დასაქმებისთვის - რუსუდან ხაზარაძე

BM.GE16 ივლისი, 2026, 23:35|bm.ge

“ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ახალი ბიზნესის დაწყების შემთხვევაში უცხოელების დასაქმების პრობლემა” - ამის შესახებ რუსუდან ხაზარაძე, იურიდიული კომპანია BLC-ის უფროსი იურისტი შრომითი მიგრაციის მარეგულირებელ ახალ ნორმებზე საუბრისას აცხადებს.

ახალი რეგულაციით, თუ დამსაქმებელი წლის განმავლობაში 5-ზე მეტი უცხოელის დასაქმებას გეგმავს, მას შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე დასაქმების სააგენტოსთან წლიური კვოტის შეთანხმება მოუწევს. როგორც დასაქმების სააგენტო განმარტავს, კვოტირების განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნება კომპანიის წლიური ბრუნვა, თითოეულ უცხოელზე არანაკლებ 50 ათასი ლარის ოდენობით, რაზედაც ბიზნესს გარკვეული შენიშვნები აქვს.

„50,000-იანი ბრუნვა არის მიბმული თითოეული უცხოელის დასაქმებაზე და მოგეხსენებათ ერთი კომპანიისთვის, რომელიც დღეს შეიქმნა, ასეთი მასშტაბის ბრუნვის ჩვენება, როდესაც რამდენიმე უცხოელის დასაქმება სურთ, ძალიან რთულია.

ახალი ცვლილებების პაკეტში ეს საკითხიც არის გათვალისწინებული, რადგან ხშირად იყო დასმული ეს პრობლემა, თუმცა ბოლომდე ეს პრობლემა ალბათ ვერ იქნება აღმოფხვრილი”,-განაცხადა ხაზარაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც კერძო სექტორს შრომის მიგრაციის ახალი მარეგულირებელი ნორმები წარუდგინა.

გარდა იმისა, რომ შემოვიდა კვოტირების მექანიზმი, დაზუსტდა როგორც შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი, ისე პროცედურები. გაფართოვდა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩამონათვალიც, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ გავრცელდება. შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება აღარ დასჭირდებათ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც საქართველოში მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის მიზნით ჩამოდიან.

BLC-ის იურისტის განმარტებით, რეგულაციები პრაქტიკასთან ერთად იხვეწება, თუმცა გადამწყვეტია ბიზნესთან დიალოგის გაგრძელება.

„ჩვენი ბაზარი გარკვეული მიმართულებებით მოწყვლადია და მუდმივად გვჭირდება უცხოური სამუშაო ძალის მოძიება. მთავარია, მაქსიმალურად მოვერგოთ ბიზნესის ინტერესებს ისე, რომ არ დაზარალდეს არც ბიზნეს გარემო და არც ადგილობრივი დასაქმებულები“, — აღნიშნა ხაზარაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

DeepSeek-ის დამფუძნებელი AI მოდელების შემქმნელთა შორის უმდიდრესი ადამიანი გახდა

DeepSeek-ის დამფუძნებელი AI მოდელების შემქმნელთა შორის უმდიდრესი ადამიანი გახდა

BM.GE

კომპანია OnePlus აცხადებს, რომ აშშ-სა და ევროპისთვის ახალ ტელეფონებს აღარ გამოუშვებს

კომპანია OnePlus აცხადებს, რომ აშშ-სა და ევროპისთვის ახალ ტელეფონებს აღარ გამოუშვებს

BM.GE

OpenAI-მ პირველი ფიზიკური მოწყობილობა, Codex-ის მიკროკლავიატურა წარადგინა

OpenAI-მ პირველი ფიზიკური მოწყობილობა, Codex-ის მიკროკლავიატურა წარადგინა

BM.GE

BlackRock-ის აქტივების მოცულობამ რეკორდულ $15.3 ტრილიონს მიაღწია

BlackRock-ის აქტივების მოცულობამ რეკორდულ $15.3 ტრილიონს მიაღწია

BM.GE