მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გამოვრიცხეთ ე.წ. "პირამიდის პრინციპით" ტენდერებში შემოსვლა - ინფრასტრუქტურის მინისტრი
გამოვრიცხეთ ე.წ. "პირამიდის პრინციპით" ტენდერებში შემოსვლა - ინფრასტრუქტურის მინისტრი

გამოვრიცხეთ ე.წ. "პირამიდის პრინციპით" ტენდერებში შემოსვლა - ინფრასტრუქტურის მინისტრი

BM.GE15 მაისი, 2026, 18:56|bm.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მთავრობას ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში რიგი სიახლეები შემოაქვს, რაც უკავშირდება როგორც სატენდერო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, ასევე არაკეთილსინდისიერი კომპანიების ტენდერებიდან გამორიცხვას და პროექტების დროულ ვადებში შესრულების ხელშეწყობას.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, გამოირიცხება ეგრეთ წოდებული "პირამიდის პრინციპით" ტენდერის შესრულება. საუბარია სქემაზე, რომლის დროსაც კომპანია, რომელიც ტენდერში მოგების მიზნით განგებ აფიქსირებდა არარეალურად დაბალ ფასს, რაც ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ზე მეტად ნაკლები იყო, სახელმწიფოსგან იღებდა საავანსო თანხებს და არაერთ შემთხვევაში პროექტს ვერ ახორციელებდა. მინისტრის თქმით, თუკი კომპანია წარადგენს ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ზე დაბალ ფასს მან შეიძლება ტენდერში გაიმარჯვოს, თუმცა ასეთ მიმწოდებელს სახელმწიფო პროექტის ავანსს არ გადაუხდის, ამასთან მისთვის საბანკო გარანტიაც ორჯერ გაიზრდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები იგეგმება №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. სწორედ აღნიშნულ ცვლილებებზე რევაზ სოხაძე და ირაკლი კობახიძე დღეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"გარკვეული პირობები შემოდის. თუ კომპანია 20%-ზე მეტ ფასდაკლებას განახორციელებს, ის აღარ მიიღებს ავანსს, მისი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია ორჯერ გაიზრდება. შესაბამისად, გამოვრიცხოთ ეგრეთ წოდებული „პირამიდის პრინციპით“ ტენდერებში შემოსვლა", - განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, მკაცრდება რეგულირება შავ სიათან დაკავშირებით და ამ სიაში მყოფი კომპანიების დამფუძნებლებს ახალი კომპანიის დაფუძნებით ხელახლა ტენდერებში შესვლა შეეზღუდებათ.

"რაც შეეხება „შავ სიასთან“ დაკავშირებით, აქაც გადაწყვეტილებები მიღებულია, რომ არ მოხდეს მხოლოდ სახელის ცვლილებით ერთი და იგივე დამფუძნებლის მიერ სხვადასხვა კომპანიის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით მიდგომები მკაცრდება", - განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას — შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები — იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE