მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის

განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის

BM.GE13 აგვისტო, 2026, 18:29|bm.ge

დღეს ახალგაზრდებისთვის განათლება მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას აღარ ნიშნავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც სწავლობენ - ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობენ, განსხვავებული კულტურები, შეხედულებები და გამოცდილებები, რომლებიც მათ სამყაროს ახლებურად დანახვაში ეხმარება.

სწორედ ამ იდეას ეფუძნება გაერთიანებული მსოფლიო სკოლების - UWC-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანია, განათლება ადამიანების, ერებისა და კულტურების გაერთიანების ძალად იქცეს და მშვიდობიანი, მდგრადი მომავლის შექმნას შეუწყოს ხელი. ამ მიზნის მიღწევაში კი ორგანიზაციის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, UWC პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს და მათ მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 18 სკოლაში სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

უშუალოდ UWC-ის პროგრამის, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის და მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობების შესახებ ვასილი ბარდადიმოვი, დოქტორი - UWC-ის ეროვნული კომიტეტის საქველმოქმედო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გვესაუბრება.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა ეცნობიან UWC-ის საქმიანობას და პროგრამებს - რა არის ორგანიზაციის მთავარი მისია?

UWC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე 18 სკოლასა და კოლეჯს აერთიანებს - იაპონიიდან კანადამდე და ნორვეგიიდან სამხრეთ აფრიკამდე. თუმცა, UWC მხოლოდ საერთაშორისო სკოლების ქსელი არ არის. ეს არის გლობალური საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს, განათლება აქციოს ძალად, რომელიც ერთმანეთთან დააახლოებს სხვადასხვა ერსა და კულტურას და ამ გზით ხელს შეუწყობს მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შექმნას.

რა შესაძლებლობას ქმნის პროგრამა ქართველი ახალგაზრდებისთვის?

UWC-ში სწავლა ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლების მიღების უნიკალური შესაძლებლობაა. სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, ქართველ მოსწავლეებს შეუძლიათ ისწავლონ მსოფლიოს 17 ქვეყნის 18 სკოლაში და ორი წლის განმავლობაში იცხოვრონ მრავალფეროვან, საერთაშორისო გარემოში.

UWC-ის სკოლები და კოლეჯები ფუნქციონირებს კანადაში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. კონკრეტული სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ქართველ აპლიკანტებს ყოველწლიურად სთავაზობენ ადგილებს, შესაძლოა შეიცვალოს და დამოკიდებულია ხელმისაწვდომ შეთავაზებებზე, შერჩევის შედეგებსა და თავად მოსწავლის პრეფერენციებზე.

ამასთან, UWC-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება სკოლის დამთავრებით არ სრულდება. კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გააგრძელონ სწავლა, ისარგებლონ უნივერსიტეტებთან არსებული პარტნიორობებით და გახდნენ 91 000-ზე მეტი კურსდამთავრებულისგან შემდგარი გლობალური ქსელის ნაწილი.

საქართველოს ბანკისა და UWC Georgia-ს პარტნიორობის შესახებ რომ გვესაუბროთ - რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ თანამშრომლობას?

ვფიქრობ, ნამდვილი თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პარტნიორებს იმ მიზნების საერთო ხედვა აქვთ, რომელთა მიღწევაც სურთ. საქართველოს ბანკთან ჩვენი პარტნიორობის შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ხედვა ქართველი ახალგაზრდების მომავლის შესახებ.

საქართველოს ბანკის მისიაა, დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში და შეიტანოს წვლილი უკეთესი საქართველოს შექმნაში. ჩვენც ვიზიარებთ ამ იდეას, სწორედ ამიტომ ეს პარტნიორობა ჩვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ქართველი სტუდენტების სტიპენდიით მხარდაჭერა.

საქართველოს ბანკმა უკვე ორ ნიჭიერ ქართველ სტუდენტს მისცა შესაძლებლობა, UWC-ის პროგრამის ფარგლებში, ესწავლათ მათ საოცნებო სასწავლებელში და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ პარტნიორობას აქვს შესაძლებლობა, შექმნას ახალი შესაძლებლობები საქართველოს მომავალი ლიდერებისთვის.

ვინ შეიძლება გახდეს UWC-ის მონაწილე და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი?

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ მრავალფეროვან საერთაშორისო გარემოში სწავლა და მზად არიან, აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო საზოგადოებაში.

აპლიკანტი უნდა იყოს 16 ან 17 წლის, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მცხოვრები და სწავლობდეს ადგილობრივ სკოლაში. პროგრამაში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ ქართულ დიასპორაში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც ასაკობრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

როგორია შერჩევის პროცესი?

UWC Georgia-ს შერჩევის პროცესი სამ ეტაპს მოიცავს:

• პირველი ეტაპი არის რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს აპლიკაციის შევსების პროცესს და ლოგიკის ონლაინ ტესტს. • მეორე ეტაპი ვიდეოინტერვიუა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატი ორ დამოუკიდებელ შემფასებელს ესაუბრება. • მესამე, ფინალური ეტაპი კი შერჩევის დღეა, რომლის დროსაც კანდიდატები მონაწილეობენ ჯგუფურ აქტივობებში, უტარდებათ ინდივიდუალური ინტერვიუები და ფსიქოლოგიურ შეფასებას.

UWC-ის შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას, არამედ ახალგაზრდის ცნობისმოყვარეობას, კრიტიკულ აზროვნებას, გუნდური მუშაობის უნარს, დამოუკიდებლობას, თვითშეფასების უნარს, პასუხისმგებლობასა და UWC-ის ღირებულებებისადმი ერთგულებას.

შერჩევის პროცესში არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული „სწორი პასუხები“. კომიტეტი ცდილობს, უკეთ გაიცნოს თითოეული კანდიდატი - მათი ინტერესები, ღირებულებები, გამოცდილება და ხედვა. ამიტომ აპლიკანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა სწორედ ავთენტურობაა: “იყონ საკუთარი თავი და აჩვენონ, ვინ არიან სინამდვილეში”.

პირველი ნაბიჯი შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს

უცხოეთში სწავლაზე ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს, თუმცა პირველ ნაბიჯს ხშირად გაურკვევლობა და მოლოდინი ართულებს. UWC-ის პროგრამა კი სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას ქმნის.

მაშინაც კი, თუ აპლიკანტი საბოლოოდ ვერ მოხვდება პროგრამაში, შერჩევის პროცესი თავისთავად შეიძლება მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდეს - ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, საკუთარი თავის უკეთ გაცნობისა და მომავალში სხვა მიზნებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის.

თუ გსურთ საერთაშორისო გარემოში სწავლა და ახალი კულტურების გაცნობა, 30 სექტემბრამდე შეავსეთ განაცხადი ვებგვერდზე.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს, კითხვების შემთხვევაში: georgia@uwcnc.org

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

BM.GE

„ცნობილი უნდა გახდეს - რომელმა კომპანიამ შეიტანა საწვავი აფხაზეთში“ | რომან გოცირიძე

„ცნობილი უნდა გახდეს - რომელმა კომპანიამ შეიტანა საწვავი აფხაზეთში“ | რომან გოცირიძე

BM.GE

როდის დასრულდება არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა

როდის დასრულდება არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა

BM.GE

„ყველა გაკვირვებულია“ - ნავთობიმპორტიორთა კავშირში წევრი კომპანიების მიერ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას უარყოფენ

„ყველა გაკვირვებულია“ - ნავთობიმპორტიორთა კავშირში წევრი კომპანიების მიერ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას უარყოფენ

BM.GE