მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ყველა გაკვირვებულია“ - ნავთობიმპორტიორთა კავშირში წევრი კომპანიების მიერ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას უარყოფენ
„ყველა გაკვირვებულია“ - ნავთობიმპორტიორთა კავშირში წევრი კომპანიების მიერ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას უარყოფენ

„ყველა გაკვირვებულია“ - ნავთობიმპორტიორთა კავშირში წევრი კომპანიების მიერ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას უარყოფენ

BM.GE13 აგვისტო, 2026, 18:42|bm.ge

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილის აცხადებს, რომ ბიზნესგაერთიანების წევრ კომპანიებს ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავი არ მიუწოდებიათ. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.

„მერწმუნეთ, 3000 ტონა ეს დიდი რაოდენობაა და ერთი კომპანია ამას ერთჯერადად ვერ შეძლებდა. თან პლუს, წარმოიდგინეთ, იქ გემია საჭირო, გემის დაფრახტვა, ეს ყველაფერი დიდი ფული ჯდება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის იმას ვემხრობოდით, რომ რკინიგზით შემოტანილი საწვავი გაცილებით ლოგიკურია, გაცილებით ნორმალურია ანუ უფრო იაფი ჯდება ვიდრე ზღვიდან შემოტანილი.

რა თქმა უნდა, ყველა გაკვირვებულია. არავინ არ იტყვის, კიდეც რომ იყოს ვინმე, მე რატომ გამიმხელენ? მაგრამ არ არის ასე. ბენზინის შეტანა, საწვავის შეტანა ეს სპეციალურ ადგილებზე ხდება. იქ აუცილებლად უნდა იყოს ტერმინალი, პორტი და ასე...“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

მისი აზრით, საწვავის მიწოდება საზღვაო გზით მოხდა, რადგან ამ მოცულობის სხვა გზებით მიწოდება შეუძლებელი იქნებოდა.

„3000 ტონის ასეთნაირად უბრალოდ შეტანა, გამორიცხულია. 3000 ტონა დიდი რაოდენობაა და ჩემი აზრით, ეს ალბათ მიეწოდა ზღვით მიეწოდა. რადგან სხვა შემთხვევაში 3000 ტონის მიწოდება შეუძლებელი. ის რომ რაღაც გადამზიდებმა მდინარეები გადალახეს, შეუძლებელია ეს ყველაფერი“, - განაცხადა იობაშვილმა.

12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა. დღეს კი "ქართული ოცნების" დეპუტატმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ბიზნესმა 3 000 ტონა საწვავი გაგზავნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • რატი იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადესიმედი
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

BM.GE

„ცნობილი უნდა გახდეს - რომელმა კომპანიამ შეიტანა საწვავი აფხაზეთში“ | რომან გოცირიძე

„ცნობილი უნდა გახდეს - რომელმა კომპანიამ შეიტანა საწვავი აფხაზეთში“ | რომან გოცირიძე

BM.GE

როდის დასრულდება არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა

როდის დასრულდება არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა

BM.GE

განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის

განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის

BM.GE