მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აბიტურიენტებს არაავტორიზებულ სასწავლებლებთან დაკავშირებით აფრთხილებს
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აბიტურიენტებს არაავტორიზებულ სასწავლებლებთან დაკავშირებით აფრთხილებს

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აბიტურიენტებს არაავტორიზებულ სასწავლებლებთან დაკავშირებით აფრთხილებს

BM.GE28 აგვისტო, 2026, 20:04|bm.ge

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს არაავტორიზებულ სასწავლებლებთან დაკავშირებით აფრთხილებს.

ცენტრის განცხადებით, სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებზე აქტიურად ვრცელდება შეთავაზებები „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში სხვა არაავტორიზებულ დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

"გაცნობებთ, რომ „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინაში ან სომხეთში მდებარე უნივერსიტეტებში სრულად დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მოგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ აღიარებს სრულად დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. შესაბამისად, მსგავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლება და დიპლომები ცენტრის მიერ არ იქნება აღიარებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე", - წერია ცენტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის 58 უნივერსიტეტი, 1 კოლეჯი და 6 მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ავტორიზებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ივლისში, თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 13.3%-ით გაიზარდა - Colliers

ივლისში, თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 13.3%-ით გაიზარდა - Colliers

BM.GE

ზემო ლარსის გავლით რუსეთი 113 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა | Politico

ზემო ლარსის გავლით რუსეთი 113 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა | Politico

BM.GE

ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზისთვის მიწების ექსპროპრიაცია იგეგმება

ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზისთვის მიწების ექსპროპრიაცია იგეგმება

BM.GE

სომხეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს განიხილავს

სომხეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს განიხილავს

BM.GE