მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზემო ლარსის გავლით რუსეთი 113 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა | Politico
ზემო ლარსის გავლით რუსეთი 113 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა | Politico

ზემო ლარსის გავლით რუსეთი 113 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა | Politico

BM.GE28 აგვისტო, 2026, 20:26|bm.ge

Politico-ს ინფორმაციით, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის ფედერაცია გასულ კვირას 113 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, რაც ქვეყანაში ახალი მობილიზაციის ტალღის შესაძლო გამოცხადებას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, კრემლმა ბოლო თვეებში სამხედრო სამსახურში გაწვევის აგრესიული მეთოდები გაააქტიურა, რეზერვისტების მონაცემთა ბაზების განახლება დააჩქარა და ეროვნული გვარდიის უფლებამოსილებები გააფართოვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი წლის ბოლომდე 300 000 ადამიანის სწრაფი მობილიზაციისთვის ემზადება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოფიციალური მოსკოვი მობილიზაციის შესახებ ცნობებს უარყოფს. გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მასობრივი მობილიზაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია უწოდა.

ცნობისთვის, რუსეთის სამხედრო რეზერვი ძირითადად 55 წლამდე ასაკის იმ მამაკაცებს მოიცავს, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი აქვთ. 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის დროს, როდესაც 300 000 ადამიანი გაიწვიეს, საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ერთ კვირაში 100 000-ზე მეტი რუსი შემოვიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისთვის 8 067 კვ.მ მიწის ექსპროპრიაცია იგეგმება

ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისთვის 8 067 კვ.მ მიწის ექსპროპრიაცია იგეგმება

BM.GE

ივლისში, თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 13.3%-ით გაიზარდა - Colliers

ივლისში, თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 13.3%-ით გაიზარდა - Colliers

BM.GE

ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზისთვის მიწების ექსპროპრიაცია იგეგმება

ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზისთვის მიწების ექსპროპრიაცია იგეგმება

BM.GE

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აბიტურიენტებს არაავტორიზებულ სასწავლებლებთან დაკავშირებით აფრთხილებს

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აბიტურიენტებს არაავტორიზებულ სასწავლებლებთან დაკავშირებით აფრთხილებს

BM.GE