
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, არქიტექტურის სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, ცნობილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება ექვს პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის:
• ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტი • თავისუფალიუნივერსიტეტი • აპოლონქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია • საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტი • ბათუმისშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი • საქართველოსუნივერსიტეტი
გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დაინტერესებულ სტუდენტებს პროგრამის პირობებისა და მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შეუძლიათ ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
BM.GE
წყარო: bm.ge