
საზმაუს ბორდის თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი აირჩიეს - მისი ანაზღაურება 6 798 ლარი იქნება
BM.GE|bm.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის მოადგილედ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აირჩიეს.
"მედიაჩეკერის" ინფორმაციით, ქართველიშვილის კანდიდატურა ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა.
პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გრიგოლ (გია) მურღულია 23 ივნისს აირჩია.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება (დარიცხული) 6 798 ლარია.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge