მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გასაიდუმლოებული კონტრაქტები და გაზის სექტორის რისკები - გამოსავალი გაზის ბაზრის გახსნაა |ენერგეტიკოსი
გასაიდუმლოებული კონტრაქტები და გაზის სექტორის რისკები - გამოსავალი გაზის ბაზრის გახსნაა |ენერგეტიკოსი

გასაიდუმლოებული კონტრაქტები და გაზის სექტორის რისკები - გამოსავალი გაზის ბაზრის გახსნაა |ენერგეტიკოსი

BM.GE3 ივნისი, 2026, 09:00|bm.ge

ოფიციალურმა უწყებებმა უნდა ახსნან, თუ რა მდგომარეობა და ტენდენციებია გაზის სექტორში - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ის ტენდენციები, რომ რუსული გაზის მოწოდება იზრდება და ამავდროულად, აზერბაიჯანთან და რუსეთთან დადებული გაზის კონტრაქტები გასაიდუმლოებულია, საზოგადოებაში უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს გაზის სექტორში წარმატებული მოლაპარაკების გამოცდილება. უფრო მეტიც, გვაქვს დახურული კვაზი-კომერციული შეთანხმებები, რომლებიც ჩვენთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ აღმოჩნდება ხოლმე. ამიტომ, ეს ეჭვები რომ ავირიდოთ და გასაგები გახდეს ყველაფერი, აუცილებელია, რომ სამინისტრომ თავისი პოზიცია შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს, რომ საზოგადოების წუხილები გათვალისწინებული იყოს.

მაგალითად, ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, როდესაც რუსეთთან მშვენიერი ხელშეკრულება გვქონდა - გატარებული გაზის 10%-ის მიღების თაობაზე და ჩემი მოსაზრებით, მოუმზადებელი მოლაპარაკებების შედეგად ეს დათმეს. საკმაოდ დიდი ზიანი მივიღეთ ამის გამო, თუმცა ამაზე აღარ ლაპარაკობენ. შეიძლება, 300 მილიონ დოლარამდეც არის ის სავარაუდო განსხვავება - რაც გვქონდა და რაც გვაქვს დღეს. მაშინ ამას მაშინდელი მინისტრი ახმიანებდა როგორც წარმატებას - აი, მონეტარულ ანაზღაურებაზე გადავედითო. ჰოდა, ახლაც ეჭვი არის იმისა, თუ რამდენად კვალიფიციურია ის ხელშეკრულებები, რომელიც დაიდო და რამდენად სარგებლიანი“, - აცხადებს მურმან მარგველაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, ერთადერთი სწორი გზა გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია იქნებოდა, რაც ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნაცაა. ასეთ შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებების გამჭვირვალობა დადგებოდა დღის წესრიგში. მურმან მარგველაშვილი ეჭვობს, რომ გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი სწორედ ის ხელშეკრულებებია, რომელთა გამზეურებაც ხელისუფლებას არ სურს.

„იმისთვის, რომ შევაფასოთ რისკები, ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო სურათი იმისა, თუ ქვეყანას საერთოდ რა რისკები აქვს და უსაფრთხოებაში რა ამოცანები დგას. სამწუხაროდ, ოფიციალური დოკუმენტი ასეთი არ გვაქვს და ეს არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობას ზედაპირულად ვუდგებით. ამიტომ, საუბრები, სადაც რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან გაზის მიღების საფრთხეებზეა ლაპარაკი, პირადი მოსაზრებების დონეზე რჩება. ამას არ აქვს გავლილი სახელმწიფოებრივი ფილტრი და ის პროცესი, რამაც ეს უნდა გახადოს სანდო და ყველა მოქალაქისთვის საორიენტაციო.

როდესაც ძლიერ და კარგად მომზადებულ მოთამაშესთან მიდიხარ, რომელზეც დამოკიდებული ხარ და ამ პირობებში, დახურულ მოლაპარაკებას აწარმოებ, უდიდესი ალბათობით წაგებული ხარ. იმიტომ რომ იმის მხარეს არის ძალაც და ბევრად მაღალი პროფესიული უნარებიც. ამიტომ ერთადერთი საშუალება და გამოსავალი გაზის ბაზრის გახსნა და იქ დამალული ურთიერთობების გამოტანა.

ლიბერალიზაცია გულისხმობს გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც ყველა არჩევანს და გადაწყვეტილებას თავის არგუმენტს მისცემს. მოგეხსენებათ, ჩვენ ორ მონოპოლიური მომწოდებელზე ვართ დამოკიდებული - რუსეთი და აზერბაიჯანი. დიდი მრავალფეროვნება აქ არ არის, მაგრამ აქაც არის შესაძლებელი ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც გამჭვირვალე კომერციულ პრინციპებზე დაფუძნებული იქნება და თუ ვერ აღმოფხვრის მთლიანად მაინც შეზღუდავს პოლიტიკური მიზნით გაზის გამოყენების შესაძლებლობებს“, - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისია

რუსეთის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისია

BM.GE

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს 12:00 საათზე ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს 12:00 საათზე ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

BM.GE

ვფიქრობთ, წლის ბოლოს მინიმუმ $7.2 მილიარდზე უნდა ავიდეს საერთაშორისო რეზერვები - ლაშა ქავთარაძე

ვფიქრობთ, წლის ბოლოს მინიმუმ $7.2 მილიარდზე უნდა ავიდეს საერთაშორისო რეზერვები - ლაშა ქავთარაძე

BM.GE

ირანი, UAE, ისრაელი... - 4 თვეში საქართველომ $960 ათასის ფინიკი შეიძინა

ირანი, UAE, ისრაელი... - 4 თვეში საქართველომ $960 ათასის ფინიკი შეიძინა

BM.GE