მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გასტრონომიის სააგენტოს 26 თანამშრომელი ეყოლება - განკარგულება
გასტრონომიის სააგენტოს 26 თანამშრომელი ეყოლება - განკარგულება

გასტრონომიის სააგენტოს 26 თანამშრომელი ეყოლება - განკარგულება

BM.GE10 აგვისტო, 2026, 21:40|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილ გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით 26 თანამშრომლის აყვანის უფლება მიეცა.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ სააგენტოს თანხმობა მისცა, დამატებითი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა არაუმეტეს 26 ერთეულით განსაზღვროს.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში 2026 წლის 20 ივლისიდან ფუნქციონირებს. უწყების თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.

სამინისტროს განმარტებით, სააგენტოს შექმნის მთავარი მიზანია ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა, ასევე ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება.

სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და სტრუქტურა:

• მემკვიდრეობის აღრიცხვა: ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის (ტრადიციული რეცეპტები, პროდუქტები, დამზადების მეთოდები) იდენტიფიცირება, ციფრული აღრიცხვა და გასტრონომიული რეესტრის შექმნა; • ადგილობრივი ჯიშების დაცვა: ენდემური და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ჯიშებისა და ტრადიციული წეს-ჩვეულებების შენარჩუნების ხელშეწყობა; • ხარისხის სქემები: სურსათთან დაკავშირებული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების სისტემების პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერა; • განათლება და ანალიტიკა: სფეროს საჭიროებების ანალიზი, პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

ახალ უწყებას მართავს თავმჯდომარე და სამი მოადგილე. სააგენტოს სტრუქტურა 10 ერთეულისგან შედგება: გასტრონომიული მემკვიდრეობის, გასტრონომიის განვითარების, გასტრონომიის პოპულარიზაციისა და გასტრონომიული პროექტების მართვის დეპარტამენტები, ასევე ადმინისტრაციული, საფინანსო, იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სექტორის კოორდინაციისა თუ ანალიტიკის სამსახურები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდების 20-წლიანი ხელშეკრულება გამოქვეყნდა

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდების 20-წლიანი ხელშეკრულება გამოქვეყნდა

BM.GE

სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო

სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო

BM.GE

Turbo - კრიპტოს გაცვლა რეგისტრაციის გარეშე

Turbo - კრიპტოს გაცვლა რეგისტრაციის გარეშე

BM.GE

სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ადასტურებს, რომ სებ-ის მარეგულირებელი ჩარჩო მკაცრია - ნინო ჯელაძე

სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ადასტურებს, რომ სებ-ის მარეგულირებელი ჩარჩო მკაცრია - ნინო ჯელაძე

BM.GE