მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდების 20-წლიანი ხელშეკრულება გამოქვეყნდა
საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდების 20-წლიანი ხელშეკრულება გამოქვეყნდა

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდების 20-წლიანი ხელშეკრულება გამოქვეყნდა

BM.GE10 აგვისტო, 2026, 22:25|bm.ge

აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და საქართველოს გავლით თურქეთში მისი ტრანზიტის 20-წლიანი შეთანხმება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის 2026 წლის 18 მაისს გაფორმდა და ის საკანონმდებლო მაცნეზე ახლა აიტვირთა.

შეთანხმება, რომელიც ბაქოში გაფორმდა, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის გაგრძელებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი, 20-წლიანი ხელშეკრულება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორ ESCO-ს შორის უნდა გაფორმდეს. შეთანხმებას ESPA ეწოდება და მისი მოქმედების ვადა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან 20 წელს შეადგენს.

ამასთან, SOCAR-სა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას (GSE) შორის უნდა გაფორმდეს ETSA - ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული მომსახურების შეთანხმება. მის ფარგლებში აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის საქართველოს ტერიტორიის გავლით გადატანა იქნება გათვალისწინებული.

გარდა ამისა, SOCAR-სა და ESCO-ს შორის გაფორმდება ETDA, რომელიც ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს წარმოქმნილ გადახრებთან დაკავშირებულ მომსახურებას დაარეგულირებს.

თავად სამთავრობო შეთანხმება ელექტროენერგიის მიწოდების კონკრეტულ მოცულობას ან ტარიფს არ განსაზღვრავს. დოკუმენტის თანახმად, მიწოდების პირობები ESPA-ში, ხოლო ტრანზიტის პირობები ETSA-სა და ETDA-ში გაიწერება.

შეთანხმებით, საქართველოს მხარეს ელექტროენერგიის შესყიდვის სუბიექტად ESCO, ხოლო ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებლად GSE განისაზღვრება. აზერბაიჯანის მხრიდან შესაბამისი ფუნქციები SOCAR-ს ეკისრება.

დოკუმენტის მიხედვით, ESPA-ს, ETSA-სა და ETDA-ს ამოქმედების შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ შესაბამისი სახელმწიფო კომპანიების მიერ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ მათი სახელმწიფო უწყებები შესაბამის მარეგულირებელ და ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს ისე განახორციელებენ, რომ შეთანხმებების შესრულებას ხელი არ შეეშალოს და საოპერაციო შეფერხებები თავიდან იქნეს აცილებული.

შეთანხმების მოქმედების ვადა 2047 წლის 1-ელ იანვარს იწურება. თუმცა თუ ამ დროისთვის ESPA-ს, ETSA-ს ან ETDA-ს ფარგლებში რაიმე ვალდებულება დარჩება შესასრულებელი, დოკუმენტი შესაბამისი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 18 მაისს ბაქოში საქართველომ და აზერბაიჯანმა ენერგეტიკის სექტორში რამდენიმე გრძელვადიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მათ შორისაა საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების, აზერბაიჯანული გაზის საერთაშორისო ბაზრებზე ტრანზიტის გაგრძელებისა და საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ელექტროენერგიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადიფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის გათიშვის პირველ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები ენგურჰესზეიმედი
  • "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებულ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებარუსთავი 2
  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
ელექტროენერგიის →

მსგავსი სტატიები

ყაზახეთი რუსეთზე გამავალი CPC-ის ალტერნატივად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვას გეგმავს - Report

ყაზახეთი რუსეთზე გამავალი CPC-ის ალტერნატივად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვას გეგმავს - Report

BM.GE

მთავრობამ მუნიციპალიტეტების ფინანსური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾52.7 მლნ-მდე გაზარდა

მთავრობამ მუნიციპალიტეტების ფინანსური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾52.7 მლნ-მდე გაზარდა

BM.GE

სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო

სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო

BM.GE

Turbo - კრიპტოს გაცვლა რეგისტრაციის გარეშე

Turbo - კრიპტოს გაცვლა რეგისტრაციის გარეშე

BM.GE