მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაცნობის აპლიკაცია Bumble $1.3 მილიარდად გაიყიდა
გაცნობის აპლიკაცია Bumble $1.3 მილიარდად გაიყიდა

გაცნობის აპლიკაცია Bumble $1.3 მილიარდად გაიყიდა

BM.GE17 ოქტომბერი, 2026, 22:35|bm.ge

გაცნობის აპლიკაცია Bumble $1.3 მილიარდად გაიყიდა. ზარალზე მომუშავე ფირმა საკუთრებაში საინვესტიციო კომპანია Ithaca Holdings-მა აიღო, რომლის დირექტორები - რავი გუპტა და ჯონ ჰეგემანი Bumble-ის თანადირექტორები გახდებიან.

აპლიკაციის დამფუძნებელმა და მოქმედმა აღმასრულებელმა დირექტორმა უიტნი ვულფ ჰერდმა განაცხადა, რომ ის ბიზნესში აქტიურად ჩართული დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უცნობია, რა კონკრეტულ ფუნქციას შეასრულებს ვულფ ჰერდი კომპანიაში, მან აღნიშნა, რომ ახალ მფლობელებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

კომპანიის ახალმა დირექტორებმა განაცხადეს, რომ მათ ბიზნესის განახლება ტექნოლოგიების გამოყენებით სურთ.

"ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ჩვენს ყველაზე ღრმა მოთხოვნილებას - ადამიანურ კავშირებს, ეს ინვესტიცია კი არის ფსონი კაცობრიობის მომავალზე", - განაცხადეს მათ.

ეს განცხადება ეხმიანება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ირგვლივ მიმდინარე დებატებს, სადაც ექსპერტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ AI-ის განვითარების ტემპი კაცობრიობის მომავალს საფრთხეს უქმნის.

გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Bumble-ის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა. კომპანიის საბაზრო შეფასება 580 მილიონ დოლარზე მეტად გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ძალიან შორს არის პიკური 14 მილიარდი დოლარისგან, რომელსაც პლატფორმამ 2021 წელს Nasdaq-ის ბირჟაზე გასვლის შემდეგ მიაღწია.

საჯარო კომპანიად ქცევის შემდეგ, Bumble-მა გადასახადებამდე წლიური მოგება მხოლოდ ერთხელ - 2023 წელს დააფიქსირა. მომდევნო ორ წელიწადში კომპანიამ სოლიდური ზარალი აჩვენა, თუმცა ამ პერიოდში აპლიკაციაში ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის AI-ის ინტეგრირებაზე აქტიურად მუშაობდა.

Bumble 2014 წელს ვულფ ჰერდმა შექმნა. მან ბრენდის იდენტობა იმ უნიკალურ მახასიათებელზე ააგო, რომლის მიხედვითაც თანხვედრის (match) შემდეგ პირველი შეტყობინების გაგზავნის უფლება მხოლოდ ქალებს ჰქონდათ. აპლიკაციამ ეს წესი ცოტა ხნის წინ გააუქმა, რამაც მომხმარებლებში დისკუსია გამოიწვია იმის თაობაზე, დაკარგა თუ არა პლატფორმამ ის მთავარი ნიშა, რაც მას კონკურენტებისგან გამოარჩევდა.

ბოლო წლებში გაცნობის აპლიკაციები სერიოზული წნეხის ქვეშ მოექცნენ, რადგან ახალგაზრდა მომხმარებელთა ნაწილს პარტნიორის ონლაინ ძიებამ იმედი გაუცრუა. 2025 წელს Bumble-მა განაცხადა, რომ თანამშრომელთა თითქმის მესამედს გაათავისუფლებდა, როდესაც ინდუსტრია ონლაინ გაცნობის გარდამტეხ მომენტს ებრძოდა.

ინვესტიციები შემცირდა სხვა ანალოგიურ კომპანიებშიც, რადგან აპლიკაციებს უჭირთ მომხმარებლების დარწმუნება, ფასიანი სერვისები შეიძინონ. კომპანია Match Group-მა, რომელიც Tinder-ს, OkCupid-სა და Hinge-ს ფლობს, ასევე განიცადა აქციების მკვეთრი ვარდნა 2021 წლის პიკთან შედარებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტამბოლში რეკორდულმა წყალდიდობამ 48 მეწყერი გამოიწვია და 300-მდე ბიზნესობიექტი დააზიანა

სტამბოლში რეკორდულმა წყალდიდობამ 48 მეწყერი გამოიწვია და 300-მდე ბიზნესობიექტი დააზიანა

BM.GE

ტიმ კუკმა Apple-ის თითქმის $64 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა

ტიმ კუკმა Apple-ის თითქმის $64 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა

BM.GE

კალიფორნიაში ტყის ხანძრებმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა და ევაკუაცია გამოიწვია

კალიფორნიაში ტყის ხანძრებმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა და ევაკუაცია გამოიწვია

BM.GE

ჰუსიტებმა იემენის სიდიდით მესამე ქალაქი ალყაში მოაქციეს

ჰუსიტებმა იემენის სიდიდით მესამე ქალაქი ალყაში მოაქციეს

BM.GE