მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტამბოლში რეკორდულმა წყალდიდობამ 48 მეწყერი გამოიწვია და 300-მდე ბიზნესობიექტი დააზიანა
სტამბოლში რეკორდულმა წყალდიდობამ 48 მეწყერი გამოიწვია და 300-მდე ბიზნესობიექტი დააზიანა

სტამბოლში რეკორდულმა წყალდიდობამ 48 მეწყერი გამოიწვია და 300-მდე ბიზნესობიექტი დააზიანა

BM.GE17 ოქტომბერი, 2026, 21:59|bm.ge

სტამბოლში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის 39 რაიონში 48 მეწყრული პროცესი და 53 საყრდენი კედლის ჩამოშლა გამოიწვია - ამის შესახებ თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა მურატ ქურუმმა განაცხადა. მისივე თქმით, სამაშველო სამსახურები ზარალის შეფასებასა და აღდგენით სამუშაოებს განაგრძობენ.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორატში გამართული საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ ქურუმმა აღნიშნა, რომ ცენტრში სულ 9 755 შეტყობინება შევიდა, სამაშველო ჯგუფებმა კი 7 800 შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება.

ქურუმის განცხადებით, სტამბოლში ბოლო 83 წლის განმავლობაში ყველაზე უხვი ნალექი დაფიქსირდა: 24 საათში კვადრატულ მეტრზე 186 მილიმეტრი, ჯამურად კი 273 მილიმეტრი ნალექი მოვიდა. ძლიერმა წვიმამ ქალაქის წყალსაცავების შევსების დონე ერთ დღეში 7%-ით გაზარდა.

მინისტრის თქმით, მაშველებმა 3 057 ადამიანი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს, მათი ნაწილი კი სახელმწიფო სასტუმროებში განათავსეს. მან დასძინა, რომ სამძებრო-სამაშველო დახმარების მოლოდინში არცერთი მოქალაქე აღარ იმყოფება, თუმცა ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას სტამბოლის აიაზაღას რაიონსა და ქოჯაელში დაკარგულად გამოცხადებული ექვსი ადამიანის მოსაძებნად.

ქურუმმა აღნიშნა, რომ წყალდიდობის შედეგად სტამბოლში სამი ადამიანი დაიღუპა. მან თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მხარდაჭერა აღუთქვა დაზარალებულებს როგორც სტამბოლში, ისე ანთალიაში, საქარიასა და ქოჯაელში.

ზარალის აღწერა ამ დრომდე გრძელდება - მხოლოდ სტამბოლის აიაზაღას რაიონში დაზიანებულია 300 ბიზნესობიექტი და 200 ავტომობილი. ქურუმის თქმით, ხელისუფლება შეფასების დასრულებას კვირის ბოლომდე გეგმავს და მთავრობა საცხოვრებელ სახლებსა და სხვა ქონებაზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დახმარებას გამოყოფს.

სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრო ფერმერებისთვის მიყენებულ ზარალსაც ითვლის - დაღუპულია 109 სული პირუტყვი. სახელმწიფო გეგმავს პირუტყვის დანაკარგის კომპენსირებასა და პირველადი საჭიროების მასალების, მათ შორის ცხოველთა საკვების, თივისა და სასათბურე გადასახურების მიწოდებას.

უსაფრთხოების მიზნით, სტამბოლის ეიუფსულთანის, სარიერისა და შილეს რაიონებში ექვსი საგზაო მარშრუტი გადაიკეტა. პრევენციული ზომების ფარგლებში, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა დაახლოებით 40 000 აბონენტს.

ამინდის გაუარესების შესახებ გაფრთხილება სტამბოლსა და სხვა პროვინციებში კვლავ ძალაში რჩება.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ზედმეტი გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში რაიონულ გამგეობებსა თუ მუნიციპალიტეტებს დაუკავშირდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაცნობის აპლიკაცია Bumble $1.3 მილიარდად გაიყიდა

გაცნობის აპლიკაცია Bumble $1.3 მილიარდად გაიყიდა

BM.GE

ტიმ კუკმა Apple-ის თითქმის $64 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა

ტიმ კუკმა Apple-ის თითქმის $64 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა

BM.GE

კალიფორნიაში ტყის ხანძრებმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა და ევაკუაცია გამოიწვია

კალიფორნიაში ტყის ხანძრებმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა და ევაკუაცია გამოიწვია

BM.GE

ჰუსიტებმა იემენის სიდიდით მესამე ქალაქი ალყაში მოაქციეს

ჰუსიტებმა იემენის სიდიდით მესამე ქალაქი ალყაში მოაქციეს

BM.GE