მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გავაგრძელებთ ნედლეულის დივერსიფიკაციას და ვითანამშრომლებთ ევროკომისიასთან|"ბლექ სი პეტროლიუმი"
გავაგრძელებთ ნედლეულის დივერსიფიკაციას და ვითანამშრომლებთ ევროკომისიასთან|"ბლექ სი პეტროლიუმი"

გავაგრძელებთ ნედლეულის დივერსიფიკაციას და ვითანამშრომლებთ ევროკომისიასთან|"ბლექ სი პეტროლიუმი"

BM.GE1 აგვისტო, 2026, 04:13|bm.ge

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” აცხადებს, რომ არარუსულ ნედლეულზე გადასვლას გააგრძელებენ და ითანამშრომლებენ ევროკომისიასთან.

ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯებია აღწერილი.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის თანახმად, კომპანიის წინააღმდეგ 6 თვის ვადაში ამოქმედდება შეზღუდვები თუკი არ შეასრულებს ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებას და აღნიშნულ პერიოდში რუსულ ნავთობს არ ჩაანაცვლებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობით.

“ბლექ სი პეტროლიუმში” აცხადებენ, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა საწარმომ ივლისის დასაწყისში დაიწყო ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავება.

ასევე, აგვისტოში ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის მიღებას დაიწყებს. კერძოდ, 2026 წლის 3 ივლისს, “ ბლექს სი პეტროლიუმსა” და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.

“2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრეს-ბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ “ბლექ სი პეტროლიუმი” აქტიურ კომუნიკაციაშია ევროკომისიასთან და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი განკუთვნილია სწორედ იმისათვის, რომ კომპანიას რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობა ჰქონდეს. “ბსპ-ს” მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან.

“ბლექ სი პეტროლიუმი” კვლავაც გააგრძელებს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად ითანამშრომლებს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, წარმოადგენს პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს.

კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობასა და კონტროლს და თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.

ერთობლივად, აღნიშნული ზომები გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლისა და ქარხნის ოპერირების უწყვეტობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სეუტაში შესული 50 000 მიგრანტიდან უმრავლესობა მაროკოში დააბრუნეს - Politico

სეუტაში შესული 50 000 მიგრანტიდან უმრავლესობა მაროკოში დააბრუნეს - Politico

BM.GE

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

BM.GE

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

BM.GE