მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გაყიდვები წლიურად 60–70%-ით გაიზარდა" - "ხახაბო" სექტემბრიდან ექსპორტზე გასვლას გეგმავს
"გაყიდვები წლიურად 60–70%-ით გაიზარდა" - "ხახაბო" სექტემბრიდან ექსპორტზე გასვლას გეგმავს

"გაყიდვები წლიურად 60–70%-ით გაიზარდა" - "ხახაბო" სექტემბრიდან ექსპორტზე გასვლას გეგმავს

BM.GE31 მაისი, 2026, 23:18|bm.ge

მცენარეული ზეთების მწარმოებელი კომპანიის "ხახაბო" გაყიდვები წლიურად 60–70%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაქარია სვიმონიშვილმა განაცხადა.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, მიმდინარე წელი კომპანიამ საკმაოდ წარმატებით დაიწყო და გაყიდვების ზრდა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა : "საკმაოდ წარმატებით დაიწყო ეს წელი. წინა წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 60 - 70%-ით გაზრდილია. ამჟამად, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ გაყიდვებით ვმუშაობთ და ნელ-ნელა უფრო ცნობადები ვხდებით ბაზარზე", - განაცხადა სვიმონიშვილმა.

მისი თქმით, კომპანია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან საექსპორტო მიმართულების განვითარებაც იგეგმება.

"სექტემბრიდან, წლის ბოლოდან უკვე ვფიქრობთ ექსპორტზე. არის გარკვეული მოლაპარაკებები და წლის ბოლოსთვის უკვე გვეცოდინება, სად გავდივართ. საუბარია ამერიკულ ბაზარზე. ამჟამად მზადების და მოლაპარაკებების პროცესში ვართ და სხვა დეტალს ვერ გაგიზიარებთ", - აღნიშნა მან.

"ხახაბო", რომლის ასორტიმენტიც 7 დასახელების ზეთსა და პროდუქტს მოიცავს, კერძოდ სელის ზეთს, გოგრის ზეთს, ჩიას, სეზამს, ნუშს, კაკალსა და შავ კვლიავს, ზაქარია სვიმონიშვილის ინფორმაციით, ნედლეულის ნაწილს ადგილობრივი ბაზრიდან იძენს, ხოლო ოთხი დასახელების პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულს ინდოეთიდან, ეგვიპტიდან, ეთიოპიიდან და სირიიდან შემოაქვს.

მისივე თქმით, ლოგისტიკური ხარჯები და ნედლეულის ფასები ამ ეტაპზე სტაბილურია, რაც კომპანიას ფასების კორექტირების საშუალებას აძლევს. შედეგად, პროდუქციის ნაწილი დაახლოებით 15%-ით გაიაფდა.

"ლოგისტიკა ჯერჯერობით არ გაძვირებულა, არც ნედლეულზე გვაქვს ზრდა. ვცდილობთ დიდი რაოდენობით ნედლეულის შემოტანას, რომ თვითღირებულება დავაკლოთ. ამან მოგვცა შესაძლებლობა ფასების კორექტირების და დაახლოებით 15%-ით გავაიაფეთ პროდუქცია", - აღნიშნა მან.

კომპანიის ინფორმაციით, პროდუქციის ფასები 250 -გრამიან შეფუთვაში 24 ლარიდან იწყება და 63 ლარამდე მერყეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE