![[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი](/_next/image?url=https%3A%2F%2Fbm.ge%2Fuploads%2Ffiles%2F2026%2F10%2F30%2F327123%2Firakli-kobakhidze_w_h.jpeg&w=3840&q=75)
[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი
"სემეკი იღებს გადაწყვეტილებას და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადებების გაკეთების უფლება", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სემეკთან კონსულტაციები არის, თუმცა გადაწყვეტილება კომისიის პრეროგატივაა.
"ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებიც გვაქვს სემეკთან, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და პირველ რიგში უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები",- ამბობს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. სემეკი უფლებას იტოვებს ბუნებრივი აირის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაუდგინოს, რაც იმას გულისხმობს, რომ ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის. გაზის მსგავსად წყლის ტარიფიც მოხმარების მიხედვით განისაზღვრება.
BM.GE
წყარო: bm.ge