მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაზრდილი რესურსით დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას საკუთარი შემოსავლებითაც შეძლებს - ზურაბ ეზუგბაია
გაზრდილი რესურსით დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას საკუთარი შემოსავლებითაც შეძლებს - ზურაბ ეზუგბაია

გაზრდილი რესურსით დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას საკუთარი შემოსავლებითაც შეძლებს - ზურაბ ეზუგბაია

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 22:00|bm.ge

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალი, მიმდინარე წლის 9 თვეში დაცული ტერიტორიების მონახულებიდან 48%-ით გაიზარდა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2026 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიც.

ანგარიშის მოსმენისას დეპუტატებმა დაცულ ტერიტორიებზე შესვლის გადასახადის ზრდის შესახებ დასვეს კითხვა, რაზედაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ უპასუხა, რომ ამგვარად იზრდება სააგენტოს რესურსი, რათა უწყებამ საკუთარი შემოსავლებითაც შეძლოს ვიზიტორებისთვის ახალი სერვისების შეთავაზება და არსებულის გაუმჯობესება.

მისივე თქმით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის განკუთვნილი სერვისების წარდგენის, ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის პოლიტიკა თანმიმდევრულად ხორციელდება.

"თანმიმდევრულად ვითარდება პოლიტიკა, რომელიც დაცული ტერიტორიების ნაწილის ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომობას, მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზებასა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. ჩვენ ვმიჯნავთ იმ საკითხებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამასთან, ნელ-ნელა იზრდება იმის შესაძლებლობები, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ საკუთარი სახსრებითაც შეძლოს ვიზიტორთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზება თუ გაუმჯობესება. თითოეულ გადასახადს წინ უძღვის კვლევა, ასევე იმ სპეციალური ვიზიტორთა ადგილის შერჩევა, რომელზეც შესაბამისი გადასახადი დაწესდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

2026 წლის აპრილიდან საქართველოში დაცულ ტერიტორიაზე შესვლა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაძვირდა.

ფასები გაიზარდა მარტვილის და ოკაცეს კანიონებზე, სადაც ქართველებისთვის ბილეთის ფასი 12-დან 16 ლარამდე გაძვირდება, უცხოელებისთვის კი მარტვილის კანიონზე გაორმაგდება და 40 ლარი იქნება, ხოლო ოკაცეს კანიონზე 20-დან 30 ლარამდე გაიზრდება.

პრომეთეს მღვიმეში შესვლის ღირებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 25-დან 40 ლარამდე გაიზრდება, საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთგვის კი 13-დან 16 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, პრომეთეში ძვირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნავით გადაადგილების სერვისი 30 ლარამდე, დღეს ამის ღირებულება 20 ლარია.

სათაფლიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლა 30 ლარამდე გაძვირდება (არსებული 20 ლარიდან); საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის - 10-დან 15 ლარამდე ძვირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE