
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
„ჯილი ცენტრი თეგეტა“ ზაფხულის სეზონს ახალი, მასშტაბური კამპანიით შეხვდა, რომლის სახელწოდებაა „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ (Geely - Your Side Quest Bestie).
Geely-ს საკომუნიკაციო სტრატეგია პირველივე დღიდან Gen-Z თაობაზეა მორგებული და მიზნად ისახავს, ავტომობილი ახალგაზრდების ყოველდღიური, მოულოდნელი თავგადასავლების განუყოფელ ნაწილად და საიმედო მეგზურად აქციოს.
კამპანიის ფარგლებში სპეციალური ვიზუალური ბრენდინგი შეიქმნა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ფოტო და ვიდეოგადაღება, რომლებშიც, ინფლუენსერებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის საყვარელი სახეები მიიღებენ მონაწილეობას. მომხმარებელს ზაფხულის განმავლობაში არაერთი შეთავაზებაც ელის. Geely, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული ავტომობილი, იდეალური არჩევანია როგორც გამოცდილი მძღოლებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის - მათთვის, ვინც პირველ ავტომობილს ეძებს.
ანანო გოგიბერიძე, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „კამპანიის იდეა Gen Z-ის საყვარელი აქტივობიდან და ტერმინიდან „Side Quest” წარმოიშვა. Side Quest - ყველა დაუგეგმავ და სპონტანურ თავგადასავალს გულისხმობს, სადაც Geely შენს საუკეთესო მეგობრად და საზაფხულო მოგონებების ნაწილად ვაქციეთ. Geely-ს პოზიციონირება ქართულ ბაზარზე პირველი დღიდან ახალგაზრდულია და სწორედ ასე იქცა Gen Z თაობის საყვარელ ბრენდად. ავტომობილის როგორც ყიდვა, ისე მისი მართვაც შეიძლება იყოს ძალიან სპონტანური და საინტერესო, სწორედ ასეთი ავტომობილია Geely, თავისი უსაფრთხოებისა და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე. რაც უნდა გადაწყვიტოთ - იქნება ეს მეგობრებთან ერთად მოულოდნელად საღამოს გასეირნება თუ ქალაქგარეთ წასვლა - Geely ყველგან თქვენი საიმედო მეგზურია. ამ ავტომობილს არ სჭირდება განსაკუთრებული წინასწარი შემოწმება დაუგეგმავი Roadtrip-ის წინ. უბრალოდ, შეგიძლიათ დაქოქოთ ავტომობილი, ჩართოთ საზაფხულო ფლეილისტი და საუკეთესო სპონტანური მოგონებები შექმნათ „ჯილისთან“ ერთად.
საზაფხულო შეთავაზებები Geely-ს ავტომობილებსა და სერვისზე