მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გეგმაში "არქისთან" ერთად დეველოპმენტის განვითარება და საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა" - BI Development International-ის CEO
"გეგმაში "არქისთან" ერთად დეველოპმენტის განვითარება და საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა" - BI Development International-ის CEO

"გეგმაში "არქისთან" ერთად დეველოპმენტის განვითარება და საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა" - BI Development International-ის CEO

BM.GE27 მაისი, 2026, 00:30|bm.ge

BI Development International-ის აღმასრულებელი დირექტორი ამანგელდი ომაროვი აცხადებს, რომ „არქის“ გუნდს გამორჩეული ბიზნესმიდგომები აქვს, რაც ყაზახური კომპანიის ხედვებთან თანხვედრაშია. ამის შესახებ მან BMG tv-ის გენერალურ პროდiუსერთან ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა.

„არქი“ ჯგუფი ყაზახურ BI Group-თან სტრატეგიული პარტნიორობით საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივად განხორციელებას აანონსებს. თანამშრომლობის ფარგლებში BI Group-ი მოწინავე სამშენებლო პრაქტიკასა და ციფრულ ტექნოლოგიებს დანერგავს. მხარეები უახლოეს პერიოდში ერთობლივ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსაც დააანონსებენ.

ამანგელდი ომაროვმა BI Group-ისა და „არქის“ პარტნიორობის საწყისებზე ისაუბრა.

„შესაძლოა, 10 წელზე მეტიც გავიდა, რაც გადავწყვიტეთ, რომ საერთაშორისო კომპანია უნდა გავმხდარიყავით. შესაბამისად, ჩვენ რამდენიმე ქვეყანა გამოვყავით, სადაც ბიზნესის წარმოება გვინდა. ცხადია, მნიშვნელოვანია ბაზრის პოტენციალი - ეს ისეთი ადგილი უნდა იყოს, სადაც ეკონომიკისა და სფეროს განვითარებაში ჩვენი წვლილი შეტანას რეალურად შევძლებთ და ბაზარს ჩვენი სტანდარტები და ხელწერა დაეტყობა. ჩემთვის გასაგებია, რომ ყველა ბაზარზე არიან ძლიერი მოთამაშეები. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებამდე პოტენციურ კონკურენტებს ვეცნობით, ვარკვევთ - რა სიახლის შეთავაზება და რა ნიშის დაკავება შეგვიძლია. ჩვენი სტრატეგიის გაწერისას, თუ დეველოპმენტზე ვისაუბრებთ, რამდენიმე ბაზარი ავარჩიეთ - ეს არის ბაქო, თბილისი, დუბაი, მაიამი, ჰიუსტონი და კიევი.

ილიას [წულაიას] და „არქის“ გუნდს გამორჩეული ბიზნესმიდგომები აქვთ. აღსანიშნავია, რომ გვაქვს საერთო ხედვა და დამოკიდებულება. ასევე, „არქი ჯგუფს“ ძალიან საინტერესო პროექტები აქვს და, სხვათა შორის, საკმაოდ თამამ გადაწყვეტილებებსაც იღებენ.

ილიამ Trump Tower-ის პროექტი მაჩვენა და გულწრფელად ვიტყვი - ყოჩაღ, ეს მართლაც მაგარია. ყოველ ჯერზე, როცა თბილისში ვარ და მეტი დრო მაქვს ქალაქის დასათვალიერებლად, ვამჩნევ, რამდენი საინტერესო და თამამი პროექტი ვითარდება თქვენთან“, - განაცხადა BI Development International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ყაზახური კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მათ ჯგუფში შემაბალი კომპანიები საქართველოში რამდენიმე პროექტს უკვე სწავლობენ, თუმცა პროექტები არ დაუკონკრეტებია.

„ჩვენ ყოველ სტრატეგიულ ციკლზე კონკრეტული გეგმები გვაქვს. ახლა ვართ 2025-2027 წლების ფაზაში. შესაბამისად, 2027 წლამდე გეგმაში გვაქვს დეველოპმენტის განვითარება და საცხოვრებელი პროექტების მშენებლობა ამ ბაზრის უძლიერეს პარტნიორთან - „არქი ჯგუფთან“ ერთად. ვფიქრობ, როცა კონკრეტულ ქვეყანაში შევდივართ და სხვადასხვა შესაძლებლობებს ვხედავთ, ჩვენი სხვა ბიზნესერთეულებიც საკუთარი მიმართულებების განსავითარებლად ერთვებიან. ამ დროისთვის ჩვენი მიმართულება, რომელიც ინჟინერიითა და კონსტრაქშენითაა დაკავებული, საქართველოში რამდენიმე პროექტს სწავლობს და თუ საინტერესო პროექტები იქნება, მათ განხორციელებასაც განიხილავენ.

მნიშვნელოვანი იყო ერთ-ერთი ბოლო მოვლენაც - დუბაიდან ჩვენი კოლეგების, Emaar-ის პროექტის გახსნა. წინა თვეში თბილისის ცენტრში მათ ოფისს ვესტუმრე და მათი პროექტები შთამბეჭდავია. ეს დამატებითი სიგნალია ჩვენთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა მან.

ამანგელდი ომაროვმა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „საქართველოს მიმზიდველობას პოზიტიური ცვლილებები ქმნის, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში მოხდა. ეს ცვლილებებია - ბიზნესის გამჭვირვალობა, კორუფციის დაბალი დონე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული ეკონომიკური ზრდა გაქვთ - შთამბეჭდავი შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ქვეყანა არ ხართ. მეზობლებსაც გაუსწარით. ნავთობის გარეშე ერთ სულ მოსახლეზე 10 ათასი დოლარის შემოსავალი... როგორც ვხვდები, ტურიზმის დამსახურებაცაა და ეს ძალიან მაგარია“.

145,000 ბინა, 9 მლნ კვ.მ. კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონება, ათეულობით ინოვაციური სკოლა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ეროვნული მაგისტრალები, ხიდები, სამრეწველო საწარმოები და ენერგეტიკული ობიექტები; BI Group-ის პროექტებში გაერთიანებული 600 000 მობინადრე და კომპანიის მიერ შექმნილი 8000 სამუშაო ადგილი - ასეთია ყაზახური დეველოპერული კომპანიის პორტფოლიო, რომელიც ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის განვითარების შემდეგ ინვესტირებას საქართველოში იწყებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კრაფტ ჭაჭა „უზურპატორი“ ნიშურ მარკეტებში შესვლაზე მუშაობს - როგორ იქცა ოჯახური იდეა პრემიუმ ალკოჰოლურ ბრენდად

კრაფტ ჭაჭა „უზურპატორი“ ნიშურ მარკეტებში შესვლაზე მუშაობს - როგორ იქცა ოჯახური იდეა პრემიუმ ალკოჰოლურ ბრენდად

BM.GE

Uber-მა Delivery Hero-ს შესყიდვა გადაწყვიტა

Uber-მა Delivery Hero-ს შესყიდვა გადაწყვიტა

BM.GE

„ქართული აგროპროდუქტი“ ქსელურ მარკეტებთან კერძო ეტიკეტირების მიმართულებით თანამშრომლობას ამ ეტაპზე არ განიხილავს|კომპანიის გეგმები

„ქართული აგროპროდუქტი“ ქსელურ მარკეტებთან კერძო ეტიკეტირების მიმართულებით თანამშრომლობას ამ ეტაპზე არ განიხილავს|კომპანიის გეგმები

BM.GE

პრაღის აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა - Routes Europe 2026-ის გამარჯვებულები

პრაღის აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა - Routes Europe 2026-ის გამარჯვებულები

BM.GE