მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გეგმავს თუ არა სებ-ი საერთაშორისო რეზერვებში კრიპტოვალუტის დამატებას? - ნათია თურნავას პასუხი
გეგმავს თუ არა სებ-ი საერთაშორისო რეზერვებში კრიპტოვალუტის დამატებას? - ნათია თურნავას პასუხი

გეგმავს თუ არა სებ-ი საერთაშორისო რეზერვებში კრიპტოვალუტის დამატებას? - ნათია თურნავას პასუხი

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 18:22|bm.ge

გეგმავს თუ არა სებ-ი საერთაშორისო რეზერვებში კრიპტოვალუტის დამატებას - ამ კითხვის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ბარვენაშვილმა სებ-ის პრეზიდენტს მიმართა.

"ხომ არ გვიფიქრია [საერთაშორისო რეზერვების] კრიპტოვალუტით შევსება, როგორიც არის მაგალითად Bitcoin, Ethereum და Solana?" - იკითხა გიორგი ბარვენაშვილმა.

ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ მარეგულირებელი რეზერვების კრიპტოვალუტაში გადატანას ჯერჯერობით არ გეგმავს.

„კრიპტოვალუტაში რეზერვების შევსება ძალიან ნოვატორული რამ არის. არის ესეთი შემთხვევები, თუმცა მასობრივად და მასშტაბურად ამას ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ. ჩვენ ჯერჯერობით არ ვგეგმავთ. ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, აი ესე ვიწრო სფეროში, CBDC-ის პილოტირებაზე ვართ ორიენტირებულები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი ფლობს 46 ბიტკოინს, რომლებიც 2020 წელს შეიძინა, ამჟამად კი მისი ფასი 3.5 მილიონ დოლარს შეადგენს. ის ასევე ფლობს 100 ეთერიუმს, რომლებიც 2020 წელს შეიძინა, ამჟამად კი მისი ფასი 170,795 დოლარს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პასუხი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს- ნათია თურნავა ყეინიშვილის საქმეზე საუბრობსტვ პირველი
  • ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, თავი აარიდოს კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემასრუსთავი 2
  • თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებსნეტგაზეთი
  • ზელენსკი: თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე არ დათანხმდება, უკრაინა პასუხს გასცემსფორმულა
პასუხი →

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

BM.GE