მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე არ დათანხმდება, უკრაინა პასუხს გასცემს
ზელენსკი: თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე არ დათანხმდება, უკრაინა პასუხს გასცემს

ზელენსკი: თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე არ დათანხმდება, უკრაინა პასუხს გასცემს

ფორმულა|formulanews.ge

რუსებმა ხარკოვში ელექტროსადგურზე მიზანმიმართული დარტყმა მიიტანეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, რომელშიც ის ენერგეტიკულ ზავთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობდა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ენერგეტიკული ზავის შემოღების იდეას. ამასთან, მან დასძინა, რომ მოსკოვმაც უნდა აჩვენოს, რომ თანახმაა ამგვარ ზავზე. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავს არ დათანხმდება, უკრაინა ოკუპანტებს პასუხს გასცემს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე.

"რატომ არ აფორმებს აშშ უკრაინასთან შეთანხმებას დიზელის საწვავზე? მოდით, უკრაინას შევთავაზოთ ასეთი შეთანხმება. ჩვენ გავლენას ვახდენთ იმაზე, გადაადგილდებიან თუ არა ეს გემები. ჩვენ განვსაზღვრავთ, იმუშავებენ თუ არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. მოდით, ეს გავაკეთოთ. ჩვენთვის ელექტროენერგია მნიშვნელოვანია. თუ მათ არ შეუძლიათ ჩვენი ენერგეტიკული ქსელის დაცვა, ჩვენ არ შევეხებით მათ დიზელის ინფრასტრუქტურას. ჩვენთვის ელექტროენერგია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების დახმარებას ნიშნავს", - თქვა ზელენსკიმ.

გამოსვლისას პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის მონაცემთა ცენტრებზე განხორციელებულ დარტყმებზე და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ უკრაინულ სოციალურ ქსელებში ბოტების რაოდენობა შემცირდა.

"როდესაც ჩვენმა დარტყმებმა "იანდექსის" მონაცემთა დამუშავების ცენტრებს მიაღწია, სოციალურ ქსელებში ნაკლები სიძულვილი, ნაკლები დაპირისპირება და ნაკლები პროვოკაცია გაჩნდა. რადგან ბოტების რაოდენობა შემცირდა, სრულიად გასაგებია, საიდან იმართებოდნენ ისინი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მან მხარეებს ასევე მოუწოდა, ზავი არ დაარღვიონ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები, თუ მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ რუსეთს მანამდეც არაერთი წინადადება შესთავაზა, თუმცა კრემლი მათ ყოველთვის უარყოფდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 265 სტატია.

  • უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპატვ პირველი
  • საერთაშორისო მედიის ცნობით, "ენერგეტიკული ზავის" მისაღწევად ვაშინგტონი რუსეთთან და უკრაინასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებსრუსთავი 2
  • "ეს რაღაცით ჰგავს იმას, რაც 2006 წელს მოხდა" - „თბილღვინო“ რუსეთში ქართული სასმელების აკრძალვაზეBM.GE
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

კობახიძე: 70 წლამდე პენსია 45 ლარით გაიზრდება, დევნილებს ფულად კომპენსაციას შესთავაზებენ

კობახიძე: 70 წლამდე პენსია 45 ლარით გაიზრდება, დევნილებს ფულად კომპენსაციას შესთავაზებენ

ფორმულა

ამერიკელმა სენატორებმა რუსული დიზელის იმპორტის გამო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს

ამერიკელმა სენატორებმა რუსული დიზელის იმპორტის გამო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს

ფორმულა

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჰერჩინსკის რჩევებით საქართველო ევაკუაციამდე მივიდოდა

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჰერჩინსკის რჩევებით საქართველო ევაკუაციამდე მივიდოდა

ფორმულა

კაია კალასი: რუსეთისთვის ვართულებთ იმ იარაღის წარმოებას, რომლითაც უკრაინელებს კლავს

კაია კალასი: რუსეთისთვის ვართულებთ იმ იარაღის წარმოებას, რომლითაც უკრაინელებს კლავს

ფორმულა