მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "₾11.5 მილიონით დამაჯარიმეს..." - ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ყიდის
"₾11.5 მილიონით დამაჯარიმეს..." - ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ყიდის

"₾11.5 მილიონით დამაჯარიმეს..." - ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ყიდის

BM.GE4 ოქტომბერი, 2026, 19:35|bm.ge

ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ყიდის და ქვეყნიდან წასვლას გეგმავს. როგორც მან BMG-ს განუცხადა, მიზეზი სახელმწიფო მიერ დაკისრებული ჯარიმაა.

ბიზნესმენის თქმით, ყიდის სავაჭრო ცენტს და კინოთეატრს, ასევე მშენებარე კორპუსს, რომელთა ჯამური ღირებულება 8-10 მლნ დოლარია.

რაც შეეხება ჯარიმას, მისი განმარტებით, 11.5 მლნ ლარის ჯარიმა საგადასახადო სამსახურმა სამშენებლო კომპანია შპს ლიტ ჯეო ინვესტში წილების გამოსყიდვასთან დაკავშირებით დააკისრა. ბიზნესმენის თქმით, მოგვიანებით ჯარიმა შემცირდა, თუმცა საბანკო დაფინანსების მიღებას ვერ ახერხებს და იძულებულია, ბიზნესი გაყიდოს.

"სახელმწიფო ჯარიმა დამიწერა დეკემბრის ბოლოს. ბანკები არ მაფინანსებენ და იძულებული ვარ გავყიდო ყველაფერი. კომპანია ვიყიდე, შევაფასებინე სამხარაულს კომპანიის ქონება ნასყიდობა რომ გამეკეთებინა. სახელმწიფომ ვითომ ფულის გათეთრებად ჩამითვალა და დამაჯარიმეს. საბურთალოზე ავაშენე კორპუსი. კომპანიაში 35%-იანი მეწილე მე ვიყავი და 65% იყო ლერი ხაბელოვის. მე დავიწყე მშენებლობა, ჩემი კომპანია აშენებდა, "ჯეო ინვესტი". სამხარაულმა როგორც შეაფასა, იმის მიხედვით ჩემს კომპანიას მივყიდე ჩემი წილი და ლერისგანაც შევიძინე, სხვანაირად არ გამოდიოდა, საქმიანობაში მეშლებოდა ხელი. უნდა დაგებეგრაო და რა შუაშია, მაგრამ საგადასახადო თავისებურად უყურებს. კანონი არ დამირღვევია, 11.5 მილიონი ლარი დამაკისრეს ჯარიმა. სასამართლოში შევიტანეთ და მერე შემიმცირეს ჯარიმა, საურავი მომიხსნეს და დამიტოვეს 4 მილიონ 930 ათასი ლარი და გამინაწილეს გადახდა, მაგრამ ბანკები მაინც არ მაფინანსებენ, ამიტომ იძულებული ვარ გავყიდო ყველაფერი - მშენებარე კორპუსია, კინოთეატრი მაქვს. ადრე კინოთეატრი სადაც იყო, იქ სავაჭრო ცენტრი გავაკეთე პატარა და კინოთეატრიც",- ამბობს ბიზნესმენი.

ვალერი გელაშვილი ცხოვრებას და საქმიანობის გაგრძელებას ვენესუელაში გეგმავს, სადაც ქონებასაც ფლობს.

ვალერი გელაშვილი 2012–2016 წლებში „ქართული ოცნებიდან“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიზელის გაძვირების გამო, ფერმერთა ასოციაცია ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებას ელის

დიზელის გაძვირების გამო, ფერმერთა ასოციაცია ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებას ელის

BM.GE

"IT სექტორის ზრდის მთავარი ბირთვი საერთაშორისო კომპანიებია”- ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

"IT სექტორის ზრდის მთავარი ბირთვი საერთაშორისო კომპანიებია”- ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

BM.GE

სომხეთში რეგიონებისთვის სასკოლო ავტობუსების ახალ სერვისი ამოქმედდება

სომხეთში რეგიონებისთვის სასკოლო ავტობუსების ახალ სერვისი ამოქმედდება

BM.GE

"კითხვა, საშინაო დავალება ბავშვმა დაწერა თუ AI-მ, აქტუალური აღარ არის" - განათლების ექსპერტი

"კითხვა, საშინაო დავალება ბავშვმა დაწერა თუ AI-მ, აქტუალური აღარ არის" - განათლების ექსპერტი

BM.GE