მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის - EU-ის საელჩო - Netgazeti
2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის - EU-ის საელჩო - Netgazeti

2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის - EU-ის საელჩო - Netgazeti

ნეტგაზეთი16 ოქტომბერი, 2026, 12:40|netgazeti.ge

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფენ ახალი პროექტებისთვის, რათა გააგრძელონ „რეალური ცვლილებების შეტანა ოჯახების და თემების ცხოვრებაში მთელი საქართველოს მასშტაბით“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის პარტნიორობა ქართველ ხალხთან უკვე 30 წელზე მეტს ითვლის“.

„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირი აღარ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების ფინანსურ მხარდაჭერას. თუმცა ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის დახმარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

წარმომადგენლობის ცნობით, ახალი პროექტები გულისხმობს: ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას პატარა ქალაქებსა და დასახლებებში; მოსახლეობის აღჭურვას ისეთი უნარებით, რომლებიც საჭიროა ცვალებადი შრომითი ბაზრისთვის; სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას, ოჯახური ფერმების დახმარებას მეტი შემოსავლის გამომუშავებაში და საკვების ხარისხის გაუმჯობესებას; ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შემცირებას; კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნას; აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერას.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • ევროკავშირი საქართველოს 38 მილიონს გამოუყოფს - რა პროექტებზე დაიხარჯება ეს თანხა?BM.GE
  • ახალი შეთავაზება დევნილებს და 128 მილიონი ლარით გაზრდილი პენსია - რის ხარჯზე შეძლო ხელისუფლებამ ბიუჯეტში სოციალური პროექტებისთვის დამატებითი სახსრების გამოძებნარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებსტვ პირველი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDF

2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDF

ნეტგაზეთი

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინი

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინი

ნეტგაზეთი

ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა

ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა

ნეტგაზეთი