₾12 000-ის ნაღდი ფულით დანაზოგი, ცოლის მიერ ₾30 000-ად შეძენილი Jetour x90 | "ოცნების" დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია
12 000 ლარის დანაზოგი ნაღდი ფულით, 117 ათასი ლარის ხელფასი და ცოლის მიერ 30 000-ად ნაყიდი ავტომობილი Jetour x90 - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც მან შეავსო.
ირაკლი მეზურნიშვილი პარლამენტში დეპუტატის სკამს 2016 წლიდან იკავებს და IX, X და XI მოწვევის პარლამენტში ოცნების წევრი იყო. 2025 წელს სახელფასო ანაზღაურების სახით მან 116 914 ლარი აიღო. ნაღდი ფულის სახით კი 12 000 ლარის დანაზოგი ჰქონდა.
„ოცნების“ დეპუტატი გასულ წელს 2023 წელს აღებულ სამომხმარებლო სესხს მოემსახურა - მისი გასავალი 36 325 ლარი იყო.
2025 წელს მისმა ცოლმა გვანცა გარსევანიშვილმა მსუბუქი ავტომობილი 14 000 ლარად გაყიდა, ხოლო Jetour x90 30 000 ლარად შეიძინა.
ირაკლი მეზურნიშვილი უძრავ ქონებაში მხოლოდ მიწის ნაკვეთს უთითებს, რომელიც მან თბილისში, პიონერის ქუჩასა და ტრამვაის ხაზს შორის არსებული შენობა-ნაგებობებით 2016 წელს აჩუქეს.
ის ფლობს 25%-იან წილს კომპანია „ნიუ ვიდეოში“, 35%-იან წილს კი „ფილორგაში“. ამ კომპანიებიდან შემოსავალი მას ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
