მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾200 000-მდე გაზრდილი ანაბარი, ნაღდი დანაზოგი, ცოლის უძრავი ქონება.. - ჯანდაცვის მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია
₾200 000-მდე გაზრდილი ანაბარი, ნაღდი დანაზოგი, ცოლის უძრავი ქონება.. - ჯანდაცვის მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია

₾200 000-მდე გაზრდილი ანაბარი, ნაღდი დანაზოგი, ცოლის უძრავი ქონება.. - ჯანდაცვის მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია

BM.GE30 აპრილი, 2026, 04:05|bm.ge

2025 წელს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ანაბარზე 200 000 ლარის დანაზოგი ჰქონდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს თანხა ₾150 000-ს შეადგენდა. მაღალჩინოსნის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის ანაბარზე არსებული თანხა 50 000 ლარით გაიზარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ 27 თებერვალს შევსებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიხეილ სარჯველაძეს ჰყავს ცოლი ელენე შენგელია და 2 შვილი.

მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრად 2024 წლის მარტში დაინიშნა, მანამდე ის XI მოწვევის პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

სახელფასო ანაზღაურება

2025 წელს მიხეილ სარჯველაძემ მინისტრის პოსტზე 119 731 ლარის ხელფასი მიიღო, ხოლო მისმა ცოლმა ელენე შენგელიამ „კავკასიის უნივერსიტეტში“, "პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში და ქართულ - ამერიკულ უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგის სტატუსით ჯამში 103 046 ლარის ანაზღაურება მიიღო; თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში ექიმად მუშაობისთვის 7 450 ლარის ხელფასი აიღო.

დანაზოგები

დეკლარაციის შევსების დროისთვის მიხეილ სარჯველაძეს მიმდინარე სახელფასო ანგარიშზე „ლიბერთი ბანკში“ 33 022 ლარი; ხოლო ანაბარზე 200 000 ლარი ჰქონდა, რომელზეც მიღებული სარგებლიდან 17 123 ლარის შემოსავალი მიიღო.

საქართველოს ბანკში კი 3 150 ლარის ანაბარი ჰქონდა, რომელზედაც 2025 წელს 311 ლარის სარგებელი დაერიცხა.

მიხეილ სარჯველაძეს ნაღდი დანაზოგის სახით 12 500 ლარიც აქვს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაორმაგებული თანხაა.

ამასთან, მის ცოლს, პროფესიით ექიმ ელენე შენგელიას „თიბისი ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 28 095 ლარი ერიცხებოდა და ამავე ბანკში რამდენიმე ანაბარი ჰქონდა გახსნილი:

15 000-ლარიანი, რომელზედაც 868 ლარის სარგებელი მიიღო;

48 000-ლარიანი ანაბარი;

21 000-ლარიან ანაბარზე მან 1 202 ლარის სარგებელი მიიღო;

24 000-ლარიან ანაბარზე კი 2 435 ლარის სარგებელი.

უძრავ-მოძრავი ქონება

მიხეილ სარჯველაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მის ცოლზე ელენე შენგელიაზეა რეგისტრირებული. ცინცაძის ქუჩაზე ბინა 500 000 ლარად არის შეფასებული და ის მან ძმისგან ჩუქების გზით მიიღო, რისთვისაც ძმას იოსებიძის ქუჩაზე არსებულ ბინის 50% ასევე აჩუქა. ამ ბინის ღირებულება 150 000 ლარია. ელენე შენგელიას ეკუთვნის ასევე მცხეთაში, სოფელ ნავდარაანთკარში 2022 წელს 39 490 ლარად შეძენილი ჯამში 1 795 კვ.მ-ის 2 მიწის ნაკვეთი და 2017 წელს კასპში, სოფელ ლავრისხევში მემკვიდრეობით მიღებული 600 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი.

მიხეილ საარჯველაძის სახელზეა LEXUS-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მან 10 293 დოლარად 2024 წელს იყიდა.

მიხეილ სარჯველაძე ხარჯებში უთითებს მხოლოდ უფროსი შვილის სწავლის საფასურს 6050 ლარის მოცულობით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE