მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾45 მილიონიანი პროექტი ადგილობრივი მწარმოებლების გარეშე|"უნისტილის" შეფასება
₾45 მილიონიანი პროექტი ადგილობრივი მწარმოებლების გარეშე|"უნისტილის" შეფასება

₾45 მილიონიანი პროექტი ადგილობრივი მწარმოებლების გარეშე|"უნისტილის" შეფასება

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 05:00|bm.ge

45-მილიონიანი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ადგილობრივ ტექსტილის მწარმოებლებს პროცესში ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის შესახებ კომპანია „უნისტილის“ დამფუძნებელმა ნატალია ჩხეიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა. მისი თქმით, ქართული საწარმოების უმეტესობას სკოლის ფორმების შესყიდვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონია.

ჩხეიძის შეფასებით, პროექტში ადგილობრივი მწარმოებლების ჩართვას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის შექმნა შეეძლო, მათ შორის, ახალი საწარმოების ამოქმედება, დასაქმების ზრდა და თანხის ქვეყნის ეკონომიკაში დარჩენა.

„პირადად მე არ მქონდა ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობის დონეზე ვიცოდით, ბავშვებისთვის სკოლის ფორმების დანერგვას რომ აპირებდნენ. ავტომატურად ვიფიქრეთ, რომ ჩვენც, ადგილობრივ საწარმოებს, მოგვეცემოდა ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. ტექსტილის წარმოების მიმართულებით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ მოწინავე პოზიციებზე იყოს. თუმცა, უცებ ვიგებთ, რომ ფორმების წარმოება ჩინეთში გადაწყდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ძალიან დიდი გულისწყვეტის განცდა გაგვიჩნდა, მით უმეტეს, რომ საუბარი 4 მილიონ-ნახევარზე კი არა, 45 მილიონ ლარზეა“, - განაცხადა ნატალია ჩხეიძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი ბიზნესის წინასწარ ჩართვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა საწარმოო შესაძლებლობების შესწავლა და სხვადასხვა კომპანიას შორის შეკვეთის გადანაწილება.

„ეს ხომ არ არის უცებ გაჩენილი იდეა - ვიღაცამ თქვა, ბავშვებს უნიფორმა უნდა ჩავაცვათ და მოდი, ერთ თვეში ტენდერი გამოვაცხადოთ. ეს იდეა მინიმუმ ერთი წლით ადრე გაჩნდებოდა. სანამ კანონმდებლები ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ის ჯერ დღის წესრიგში დადგა, შემდეგ მოხდა მისი განხილვა, ჩაინიშნა სხდომები და საბოლოოდ კანონი მიიღეს. ამ პროცესის პარალელურად, ჩვენთანაც რომ დაწყებულიყო მუშაობა, დამერწმუნეთ, შესაძლებელი იყო შეკვეთის გადანაწილება. ერთი საწარმო პერანგებს შეკერავდა, რამდენიმე - ქვედატანს, რამდენიმე კი პიჯაკებს. საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა სრულად მოგვარებადი იყო“, - აღნიშნა მან.

ჩხეიძის თქმით, არსებული შესაძლებლობების გაერთიანებით შესაძლებელი იქნებოდა 1.8 მილიონზე მეტი ერთეულის წარმოებაც. მისი შეფასებით, ამისთვის საჭირო იყო როგორც საწარმოების კონსორციუმად გაერთიანება, ისე ტენდერის ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობის განხილვა.

„პატარ-პატარა ატელიეებმა შეძლეს, ზოგი საერთოდ ახლა გაიხსნა იმისთვის, რომ სკოლის ფორმა შეკერონ, არსებული ატელიეები კი მომენტალურად გადავიდნენ ამ მიმართულებაზე. სიტუაციასთან ერთად იხვეწება ყოველთვის ჩვენი მიმართულება. შეიძლება პირველ წელს ეს შედეგი ვერ დაგვედო, მაგრამ ამ ერთ წელიწადში ჩვენთვის იქნებოდა ეს თანხა და ის შესაძლებლობა, რომ განვვითარებულიყავით“, - განაცხადა „უნისტილის“ დამფუძნებელმა.

ნატალია ჩხეიძის აზრით, ადგილობრივ წარმოებაში 45 მილიონი ლარის დატოვებას დასაქმების გარდა, დამატებითი საინვესტიციო ეფექტიც ექნებოდა. მისი ვარაუდით, მხოლოდ ქსოვილის წარმოებისთვის საჭირო მასალების ადგილობრივად დამზადებას შესაძლოა ახალი ინვესტიციები დაენტერესებინა.

„სადღაც მთლიანობაში 35% უკან ჩაბრუნდებოდა საქართველოს ეკონომიკაში. პლუს ამას, რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ავტომატურ რეჟიმში წამოვიდოდა ინვესტიციები საწარმოებში. 45 მილიონი ყოველწლიურად რომ იყოს გამოყოფილი ბავშვებისთვის, ეს გაძლევს უდიდეს რესურსს და საფუძველს, რომ მარტო წარმოება კი არ გქონდეს, ქსოვილიც აწარმოო“, - განაცხადა ჩხეიძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში პროდუქციის ფასი შესაძლოა გარკვეულწილად გაზრდილიყო, თუმცა, მისი შეფასებით, 10-15 ლარით განსხვავება იმ ეკონომიკური სარგებლის ფონზე, რომელიც თანხის საქართველოში დარჩენას ექნებოდა, მნიშვნელოვანი არ იქნებოდა.

ჩხეიძემ ასევე ისაუბრა სკოლის ფორმების ხარისხის საკითხზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქსოვილის შემადგენლობა, მისი გამძლეობა, უსაფრთხოება და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კონკრეტულ ფორმებზე ლაბორატორიული ტესტირების ჩატარების გარეშე საბოლოო შეფასების გაკეთების საფუძველი არ აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტი - დედაქალაქს ახალი, თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი ექნებარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →გარეშე →შეფასება →

მსგავსი სტატიები

Ferrari-მ მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა და 2026 წლის პროგნოზი გაზარდა

Ferrari-მ მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა და 2026 წლის პროგნოზი გაზარდა

BM.GE

ჩინეთის მთავრობამ საინვესტიციო ბანკებს IPO-ების შეჩერება დაავალა

ჩინეთის მთავრობამ საინვესტიციო ბანკებს IPO-ების შეჩერება დაავალა

BM.GE

SpaceX-ი და Qualcomm-ი აშშ-ში ახალი მობილური ოპერატორის მიწისზედა ინფრასტრუქტურას ერთად შექმნიან

SpaceX-ი და Qualcomm-ი აშშ-ში ახალი მობილური ოპერატორის მიწისზედა ინფრასტრუქტურას ერთად შექმნიან

BM.GE

ევროზონაში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა

ევროზონაში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა

BM.GE