მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეგვიპტე, საამიროები და ტაილანდი - ზამთრის მოგზაურობებზე ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს
ეგვიპტე, საამიროები და ტაილანდი - ზამთრის მოგზაურობებზე ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს

ეგვიპტე, საამიროები და ტაილანდი - ზამთრის მოგზაურობებზე ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 04:46|bm.ge

ზამთრის ტურისტულ სეზონზე ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ქართველი მოგზაურების ინტერესში კვლავ ლიდერობს ეგვიპტე, მაღალი მოთხოვნაა ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ტაილანდზე. ტურისტული კომპანიის „თრეველოპედია“ დამფუძნებელი, ქეთი თითბერიძე BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აცხადებს, რომ მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია ოჯახურ და მზა ტურ-პაკეტებზე.

მისივე თქმით, ევროპაში პოპულარულია მოკლე, სამ-ოთხდღიანი მოგზაურობები, რომლებსაც მომხმარებლები ხშირად შაბათ-კვირას რამდენიმე დამატებით დღეს უერთებენ.

„შეკრული ტურ-პაკეტებისთვის და ოჯახური დასვენებისთვის ეგვიპტე ლიდერობს, ასევე ლიდერობს საამიროები, ტაილანდი და ევროპაში სამ-ოთხდღიანი ტურები. ვისაც ხანგრძლივი შვებულება არა აქვს და შაბათ-კვირას უნდა მიაბას კიდევ ერთი-ორი დღე და დაისვენოს, ასეთი ტურებიც ძალიან მოთხოვნადია“, - ამბობს დითიბერიძე.

რაც შეეხება ფასებს, ეგვიპტეში მზა ტურ-პაკეტების ღირებულება, კომპანიის შეფასებით, ერთ ადამიანზე დაახლოებით 1 800-2 000 ლარიდან იწყება. თუმცა, როგორც ის ამბობს, საბოლოო ფასი სასტუმროს კატეგორიასა და მოგზაურობის პერიოდზეა დამოკიდებული.

„რაც უფრო მაღალი კლასის არის სასტუმრო, რა თქმა უნდა, ფასიც უფრო მეტია, თუმცა საშუალოდ ვფიქრობ, რომ 2 300-2 500 ლარის ფარგლებში საკმაოდ კარგი სასტუმროს დაჯავშნა არის შესაძლებელი. ოღონდ აქაც ვიტყოდი, რომ რაც უფრო ადრე დავჯავშნით, არჩევანიც მეტია და ფასიც უკეთესია“, - აღნიშნავს ქეთი დითიბერიძე.

ტურისტული კომპანიის ინფორმაციით, ადრეული დაჯავშნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც კონკრეტული სასტუმროსა და პირობების შერჩევა სურს. ზამთრის კურორტებისთვის რეკომენდებულია მოგზაურობის დაგეგმვა დაახლოებით ორი-სამი თვით ადრე, ხოლო მომავალი ზაფხულის სეზონისთვის მომზადება უკვე ნოემბრიდან იწყება.

„ვისაც უნდა კარგ ბიუჯეტში კარგი სასტუმროების შერჩევა, რაც უფრო ადრე დაჯავშნით, მით უფრო მოგებიანია. ასევე არსებობს ბოლო წუთის შეთავაზებებიც, უბრალოდ ყოველთვის ვერ ვურჩევთ ამას მომხმარებელს, იმიტომ რომ შესაძლებელია რაღაცა იყოს კარგ ფასად, მაგრამ არა ის სასტუმრო, რაც მის მოთხოვნებს შეესაბამება“, - ამბობს დითიბერიძე.

მისივე თქმით, კომპანიაში ზამთრის მიმართულებებზე ჯავშნები უკვე დაწყებულია და პარალელურად მომავალი სეზონისთვის ახალი ტურისტული პაკეტების მომზადებაც მიმდინარეობს. ტურისტული ინდუსტრიის მოლოდინით, ქართველი მომხმარებლის მზარდი ინტერესისა და მიმართულებების გაფართოების ფონზე, წინ აქტიური სეზონია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • "სოლიდარობა მიუსაფარ ცხოველებს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობსტვ პირველი
  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

Ferrari-მ მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა და 2026 წლის პროგნოზი გაზარდა

Ferrari-მ მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა და 2026 წლის პროგნოზი გაზარდა

BM.GE

ჩინეთის მთავრობამ საინვესტიციო ბანკებს IPO-ების შეჩერება დაავალა

ჩინეთის მთავრობამ საინვესტიციო ბანკებს IPO-ების შეჩერება დაავალა

BM.GE

SpaceX-ი და Qualcomm-ი აშშ-ში ახალი მობილური ოპერატორის მიწისზედა ინფრასტრუქტურას ერთად შექმნიან

SpaceX-ი და Qualcomm-ი აშშ-ში ახალი მობილური ოპერატორის მიწისზედა ინფრასტრუქტურას ერთად შექმნიან

BM.GE

ევროზონაში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა

ევროზონაში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა

BM.GE