მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾7-მილიონიანი ინვესტიციით კახეთში ნუშის გადამმუშავებელი ქარხანა შენდება|"ფორთ ფილარის" გეგმები
₾7-მილიონიანი ინვესტიციით კახეთში ნუშის გადამმუშავებელი ქარხანა შენდება|"ფორთ ფილარის" გეგმები

₾7-მილიონიანი ინვესტიციით კახეთში ნუშის გადამმუშავებელი ქარხანა შენდება|"ფორთ ფილარის" გეგმები

BM.GE5 ივლისი, 2026, 10:00|bm.ge

შპს ფორთ ფილარი კახეთში ნუშის გადამმუშავებელ საწარმოს აშენებს. გეგმების შესახებ BM.GE-ს საქართველოში კომპანიის ოპერაციების ხელმძღვანელი, გიორგი სანიკიძე ესაუბრა.

როგორც გიორგი სანიკიძე ამბობს, კომპანია ევროკავშირში (იტალია, გერმანია...) ექსპორტზეა ორიენტირებული, სადაც მოთხოვნა ძირითადად გარჩეულ ნუშზეა, სწორედ ამიტომ, 7 მილიონი ლარის ინვესტიციით შენდება ორი ქარხანა, სადაც ნუშის დამტვრევა, გაშრობა და ბლანშირება (კანის გაცლა) მოხდება. ქარხნები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამუშავდება.

კახეთში ნუშის ბაღები 20 მილიონ ლარიანი ინვესტიციით გასულ წელს გაშენდა, თავდაპირველად 120 ჰექტარზე. როგორც გიორგი სანიკიძე ამბობს, ფართობი უკვე 330 ჰეტქტრამდეა გაზრდილი.

"ბაღების გაშენება ამ ეტაპზე დავამთავრეთ, გაშენებული გვაქვს 330 ჰექტარი, ბოდბეში არის 90 ჰა და დედოფლისწყაროში 240-მდე ჰა. ბოდბეში წელს უკვე მეორე მოსავალს ავიღებთ და დედოფლისწყაროში მომავალი წლიდან დაიწყება მოსავლის აღება. შარშან პირველი მოსავალი ავიღეთ და წელს უკვე გაიზრდება მოსავალი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ქარხანაც აგვეშენებინა და წელს დავიწყეთ მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე მშენებლობა მიმდინარეობს, 7 მილიონი ლარის ინვესტიცია იდება. იქნება დამტვრევა, გარჩევა და მეორე ეტაპი გვექნება კიდე ბლანშირება, კანის გაცლა ნუშზე. ანუ ორი ქარხანა იქნება, ერთი იქნება დამტვრევის და მეორე ბლანშირების დედოფლისწყაროში. სამტვრევი და საშრობი მზად უნდა იყოს 15 აგვისტოსთვის, ბლანშირება შეკვეთილი გვაქვს და დეკემბერში შეგვპირდნენ, რომ დაგვიმონტაჟებენ.

შარშან იმდენი მოსავალი არ გვქონია და ადგილზევე გავყიდეთ, სხვა კომპანიას მივყიდეთ. წელს ადგილობრივ ბაზარზე ჯერჯერობით არ გვიფიქრია გაყიდვა. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვას ბრენდირება, დისტრიბუცია უნდა და ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. უფრო საბითუმო გაყიდვა იქნება და არა საცალო, ამ ეტაპზე ეგრე გვაქვს გადაწყვეტილი. გამომდინარე ბაზრიდან, ნაბიჯებიდან, მერე ვნახოთ, როგორი იქნება. ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. ევროკავშირში და ბრიტანეთში ძირითადი მოთხოვნა არის დამტვრეულ ნუშზე და არა ნაჭუჭიანზე. გამომდინარე ბაზრიდან, მოთხოვნიდან, სხვასთან რომ დაგვემტვრია, დიდი ხარჯი არის და გადავწყვიტეთ ჩვენივე აგვეშენებინა. საექსპორტო ბაზრებზე ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ფასიდან გამომდინარე კონკურენტუნარიანია, ხარისხით არ ჩამოვუვარდებით",- ამბობს გიორგი სანიკიძე.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ორი კომპანიაა ჩართული, სინგაპურელი და ამერიკელი ინვესტორებით. შპს ფარმვეი საქართველო (ფლობს ნუშის ბაღების დიდ ნაწილს) და შპს ფორთ ფილარი (აშენებს ნუშის გადამმუშავებელ ქარხანას). Farmway Technologies Inc. აშშ-ში დაფუძნებული ფინტექ კომპანიაა, რომელიც აგრარულ მეურნეობებს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, ორივე კომპანიის დირექტორი ინდოეთის მოქალაქე უმპანიუ მისრაა. ორივე კომპანიაში 49.9%-იანი წილი აქვს გიორგი სანიკიძეს, 0.2% კი ირაკლი გაფრინდაშვილს. შპს ფორთ ფილარის 49.9%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფორთ ფილარი /სინგაპური/ ფლობს, ხოლო შპს ფარმვეი საქართველოს 49.9%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფარმვეი საქართველო 2023-2 /აშშ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე ჩინურ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა

რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე ჩინურ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა

BM.GE

წელს, პურ-ფუნთუშეულის იმპორტში $45.7 მილიონი გადავიხადეთ|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

წელს, პურ-ფუნთუშეულის იმპორტში $45.7 მილიონი გადავიხადეთ|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში

BM.GE

5 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

5 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE