მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გელათის მონასტრის გარშემო ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა - დამუშავდება განაშენიანების გეგმა
გელათის მონასტრის გარშემო ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა - დამუშავდება განაშენიანების გეგმა

გელათის მონასტრის გარშემო ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა - დამუშავდება განაშენიანების გეგმა

BM.GE11 აგვისტო, 2026, 20:49|bm.ge

გელათის მონასტრის ვიზუალური დაცვის არეალსა და მის მიმდებარე ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

დადგენილების მიხედვით, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია ტყიბულის, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს მოიცავს. სტატუსის მინიჭების საფუძვლად კულტურული მემკვიდრეობის ფაქტორია მითითებული.

დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა გელათის მონასტრის ვიზუალური დაცვის არეალსა და მის მიმდებარე ტერიტორიას.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ტყიბულის, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს, კერძოდ, ამ დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრულ, გელათის მონასტრის ვიზუალური დაცვის არეალსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, კულტურული მემკვიდრეობის ფაქტორიდან გამომდინარე, მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი“, - ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთან,სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალა აღნიშნული ტერიტორიისთვის განაშენიანების გეგმის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება.

დადგენილების თანახმად, შესაბამისი გეგმა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა მომზადდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Berliner Wein Trophy 2026-ზე გონაძეების მეღვინეობის სამმა ღვინომ ოქროს მედლები მოიპოვა

Berliner Wein Trophy 2026-ზე გონაძეების მეღვინეობის სამმა ღვინომ ოქროს მედლები მოიპოვა

BM.GE

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია

BM.GE

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციულ შეხვედრა გამართა

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციულ შეხვედრა გამართა

BM.GE

მეტი სარგებელი დანაზოგზე - პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება

მეტი სარგებელი დანაზოგზე - პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება

BM.GE