მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს - ვინ არის ბარბარა ფოსი?
გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს - ვინ არის ბარბარა ფოსი?

გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს - ვინ არის ბარბარა ფოსი?

BM.GE13 აგვისტო, 2026, 19:59|bm.ge

გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება — ამ თანამდებობაზე ბარბარა ფოსი დაინიშნა.

„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, – აცხადებს გერმანიის ახალი ელჩი, ბარბარა ფოსი.

საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, ბარბარა ფოსი 2023 წლის აგვისტოდან მუშაობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალურ კონსულად ინდოეთში, კალკუტაში.

მისი პროფესიული გამოცდილება წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

• 2019 – 2023: საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო — განყოფილების უფროსის მოადგილე, კულტურული ურთიერთობები მაღრიბის, მახლობელი და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან; • 2015 – 2019: საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო — პასუხისმგებელი პირი (დესკ-ოფიცერი) ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში; • 2012 – 2015: გერმანიის საელჩო ისლამაბადში (პაკისტანი) — პასუხისმგებელი პირი ეკონომიკურ საკითხებში; • 2009 – 2012: გერმანიის საელჩო თელ-ავივში (ისრაელი) — პასუხისმგებელი პირი საკონსულო და პოლიტიკურ საკითხებში; • 2006 – 2009: საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო — პასუხისმგებელი პირი ადამიანური რესურსების განყოფილებაში; • 2005 – 2006: უმაღლესი საგარეო სამსახურის მოსამზადებელი პროგრამა (ტრენინგი) ბერლინში; • 1996 – 2005: გერმანიის საელჩოები ლაგოსში (ნიგერია) და დარ-ეს-სალამში (ტანზანია), ასევე გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი, აშშ); • 1992 – 1996: საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო — პასუხისმგებელი პირი, რეგიონული განყოფილება პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების საკითხებში.

ბარბარა ფოსი 1986–1992 წლებში სწავლობდა გამოყენებითი ადმინისტრაციული მეცნიერებების ფედერალურ უნივერსიტეტში (საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ფილიალი, ბონი).

შეგახსენებთ, 30 ივნისს გერმანიის ყოფილმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა - შსს შეტყობინება

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა - შსს შეტყობინება

BM.GE

PLUS პროგრამა- ღირებულებად ქცეული ლოიალობა

PLUS პროგრამა- ღირებულებად ქცეული ლოიალობა

BM.GE

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

BM.GE

„ცნობილი უნდა გახდეს - რომელმა კომპანიამ შეიტანა საწვავი აფხაზეთში“ | რომან გოცირიძე

„ცნობილი უნდა გახდეს - რომელმა კომპანიამ შეიტანა საწვავი აფხაზეთში“ | რომან გოცირიძე

BM.GE