მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო
გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

BM.GE27 აგვისტო, 2026, 21:26|bm.ge

გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო იტყობინება.

"გუშინ თბილისში გერმანიის ელჩმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს. იგი საელჩოს ხელმძღვანელობას იწყებს იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები დაძაბულია. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები.

გერმანიასა და საქართველოს შორის არსებობს პირადი ურთიერობების, პარტნიორობისა და სამოქალაქო საზოგადოებათა თანამშრომლობის მყარი და ცოცხალი ქსელი. ხელოვნებაში, კულტურაში, განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ეს ადამიანური კავშირები მდგრადია კრიზისის დროსაც. ეს არის ის ბირთვი, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს.

გერმანიის ერთგულება ქართველი ხალხისა და მათი პროევროპული კურსის მიმართ უცვლელია. თქვენთან ერთად გვსურს გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები და შევინარჩუნოთ ცოცხალი დიალოგი საზღვრების გარეშე. თქვენც შემოგვიერთდით ამ გზაზე!", - წერია

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ელჩის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდაფორმულა
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდაიმედი
  • რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვიატვ პირველი
  • გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავსნეტგაზეთი
ელჩის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

BM.GE

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

BM.GE

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE