მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE27 აგვისტო, 2026, 21:12|bm.ge

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ გამოაცხადა.

ტენდერის, სავარაუდო ღირებულება 15.047 მილიონი ლარია.

ტენდერის ფარგლებში გათვალისწინებულია მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების შესრულება. პროექტის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი შენობა თანამედროვე საფასადე და შემინული სისტემებით იქნება აღჭურვილი.

ტერმინალის შენობა ფუნქციურად მოიცავს შემდეგ სივრცეებს: მოსაცდელ დარბაზს, სარეგისტრაციო სივრცეს, ჩასხდომისა და მოფრენის დარბაზებს, ბარგის ცირკულაციის, გაცემისა და მიღების სივრცეებს, უსაფრთხოების საკონტროლო ზონასა და საოფისე ფართებს. პროექტზე არქიტექტურულმა კომპანია გრინ სტუდიომ იმუშავა.

• გამგზავრების ზონა — 156 კვ.მ.; • მოფრენის ზონა — 109 კვ.მ.; • გამგზავრების დარბაზი — 160 კვ.მ.; • მოფრენის დარბაზი — 167 კვ.მ.; • საერთო ფართობი — 950 კვ.მ.; • კეთილმოწყობილი ტერიტორიის ფართობი, პარკინგის ჩათვლით — 11 600 კვ.მ.

ტენდერის პირობებით, მონაწილე კომპანიას 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გახსნის დღემდე ჯამში არანაკლებ 26 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები უნდა ჰქონდეს შესრულებული, დღგ-ის ჩათვლით.

ამასთან, პრეტენდენტს აღნიშნულ პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი სირთულის მინიმუმ ერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც არანაკლებ 10 მილიონი ლარი იქნება, ან ორი შესაბამისი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება არანაკლებ 16 მილიონი ლარი უნდა იყოს.

მსგავსი სირთულის ობიექტებში ტენდერის დოკუმენტაცია ადმინისტრაციულ, კომერციულ, სოციალურ-კულტურულ და სატრანსპორტო დანიშნულების შენობებს მოიაზრებს, მათ შორის — აეროპორტებსა და სადგურებს.

ახალი ტერმინალის მშენებლობის კონკრეტული დასრულების ვადა ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციის შესაბამისად განისაზღვრება.

წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოცხადდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდაიმედი
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარუსთავი 2
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

BM.GE

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

BM.GE

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE