
Getty Images გაკოტრდა
ვიზუალური კონტენტის მიმწოდებელი Getty Images გაკოტრების პროცედურას ოფიციალურად დაიწყებს, რომლის შემდეგ ის კერძო კომპანია გახდება. არსებული ინფორმაციით, რესტრუქტურიზაციის შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიხურება, ხოლო უახლოეს კვირებში Chapter 11-ის პროცესი დაიწყება.
კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების გადაწყვეტილება მეტოქე Shutterstock-თან დაგეგმილი შერწყმის პროცესის კოლაფსს, დიდ ვალებსა და ხელოვნური ინტელექტის მხრიდან მზარდ კონკურენციას უკავშირდება.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, გაკოტრების მიუხედავად, ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და მომწოდებლები კუთვნილ ანაზღაურებას სრულად მიიღებენ.
რაც შეეხება მფლობელთა სტრუქტურას, რესტრუქტურიზაციის დასრულების შემდეგ კომპანიის 100%-ს გეტის ოჯახთან დაკავშირებული პირები და Koch Equity დაისაკუთრებენ. როგორც ვიცით, ინვესტორები $533 მილიონის ოდენობის ახალ კაპიტალს გამოყოფენ, რათა პლატფორმა განავითარონ და მას ახალი სიცოცხლე მისცენ.
ცნობისთვის, Getty Images-ი საფონდო ბირჟაზე 2022 წელს დაბრუნდა და IPO-ს პერიოდში მისმა კაპიტალიზაციამ $4.8 მილიარდი შეადგინა. ბაზარზე AI-ის გამოჩენის შემდეგ, ფოტოებისა და ვიდეოების მიმწოდებელი პლატფორმის აქციების შეფასება 99.9%-ით შემცირდა და ამჟამად კაპიტალიზაცია $20 მილიონს შეადგენს. ასეთი ვარდნის გამო, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ კომპანიის დელისტინგის პროცესი დაიწყო. ამასთან, Getty-ს თითქმის $2.1 ვალდებულებები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივებსა და ვალებს შორის იმდენად დიდი აცდენაა, რომ ის გაკოტრებულია.
BM.GE
წყარო: bm.ge