მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ღვინოზე ე.წ. „ნიშანდების გადასახადი“ ხელოვნურად შემოღებულია. არავითარი საჭიროება არ არსებობს" - ვასილ მანაგაძე
"ღვინოზე ე.წ. „ნიშანდების გადასახადი“ ხელოვნურად შემოღებულია. არავითარი საჭიროება არ არსებობს" - ვასილ მანაგაძე

"ღვინოზე ე.წ. „ნიშანდების გადასახადი“ ხელოვნურად შემოღებულია. არავითარი საჭიროება არ არსებობს" - ვასილ მანაგაძე

BM.GE14 ივნისი, 2026, 12:46|bm.ge

ზედმეტი ბიუროკრატია და ხელოვნური ბარიერები - ასე აფასებს კომპანია „მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე მეღვინეობის სექტორში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს.

მისი თქმით, ახალი რეგულაციები არათუ აგვარებს არსებულ გამოწვევებს, არამედ კორუფციულ რისკებსა და ზედმეტ ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნის.

როგორც მანაგაძე BMG-სთან აცხადებს, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტული პრობლემის გადაჭრას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა, სამინისტროს მხრიდან არგუმენტირებული განმარტება ამ დრომდე არ გაჟღერებულა.

„უკვე რამდენიმე თვეა ვცდილობთ სამინისტროსგან პასუხი მივიღოთ, თუ რა არის ის პრობლემა, რომელიც ამ კანონში ცვლილებამ უნდა გადაჭრას. რეალურად, პასუხი ვერ მივიღეთ. ამის არარსებობის შემთხვევაში კი გვრჩება მოცემულობა, რომ ეს არის დამატებითი ტვირთი მეწარმეებზე და ზედმეტი ბიუროკრატია, რომელიც შეიძლება კარგი ნიადაგი იყოს კორუფციული გარიგებებისთვის,“ - აცხადებს მანაგაძე BMG-სთან.

მისივე შეფასებით, ე.წ. „ნიშანდების გადასახადი“ ხელოვნურია და დარგიდან დამატებითი ფინანსების ამოღებას ემსახურება.

„ეს გადასახადი ხელოვნურად შემოღებულია. არავითარი საჭიროება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ დარგიდან დამატებითი თანხები ამოიღონ. კაციშვილმა არ იცის, რას მოხმარდება ეს ფული. მარკეტინგის ბიუჯეტი სააგენტოს ისედაც აქვს, ეს შემოსავალი კი შეიძლება მანქანების შესყიდვას, ავეჯს ან მივლინებებს მოხმარდეს - ამას ვერავინ გააკონტროლებს.

რაც უფრო მეტია ბიუროკრატია, მით მეტი პრობლემა ჩნდება წარმოებასა და რეალიზაციაში. ჩვენ თავის დროზე, ეს დარგი ყველაფრისგან გავათავისუფლეთ და მივენდეთ ბაზარს, რომ მას გადაეწყვიტა, ვის ჰქონდა ხარისხიანი პროდუქცია. ახალი ბიუროკრატიის შემოღება დარგს არ წაადგება“, - აცხადებს ვასილ მანაგაძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება, რომლის საფასურიც, სავარაუდოდ, ბოთლზე, სავარაუდოდ, 10 თეთრით განისაზღვრება. ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ნიშანდება QR კოდის დატანას გულისხმობს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სერტიფიცირებისა და ალკოჰოლიანი სასმლის შესახებ და ის პროდუქტის ხარისხისადმი სანდოობას უზრუნველყოფს.

ალკოჰოლიანი სასმელების წინა წლების რეალიზაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელიც წლიურად 140 – 150 000 000 ბოთლს შეადგენს, ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ ნიშანდებიდან მიღებული შემოსავალი სააგენტოსთვის 14-15 მლნ ლარის ფარგლებში იქნება. ამ თანხით, სააგენტო სხვადასხვა მარკეტიგნული აქტივობების დაფინანსებას გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა ეს გადასახადი ე.წ. მცირე მარნებზე - მეღვინეების ნაწილს აქვს დაპირება, რომ მცირე მარნებისთვის 10-თეთრიანი სავალდებულო გადასახადი მოიხსნება, თუმცა, შესაბამისი ბრძანება მინისტრმა უნდა გამოსცეს და საკითხი შესაბამისი რეგლამენტებითა და კანონქვემდებარე აქტებით უნდა განისაზღვროს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეაპოლიტანური პიცერია "ნაპოლი" შემოდგომაზე ექსპრეს ფილიალის გახსნას გეგმავს|დეტალები

ნეაპოლიტანური პიცერია "ნაპოლი" შემოდგომაზე ექსპრეს ფილიალის გახსნას გეგმავს|დეტალები

BM.GE

ევროპის რომელ ქვეყანაში ჯდება ბინის მოკლევადიანი ქირაობა ყველაზე იაფი/ძვირი? - 2026

ევროპის რომელ ქვეყანაში ჯდება ბინის მოკლევადიანი ქირაობა ყველაზე იაფი/ძვირი? - 2026

BM.GE

ჭავჭავაძეზე მაღაზიების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

ჭავჭავაძეზე მაღაზიების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

BM.GE

Mercedes-Benz-ი დრონების საწინააღმდეგო ავტომობილების ერთობლივ წარმოებაში ჩაერთო

Mercedes-Benz-ი დრონების საწინააღმდეგო ავტომობილების ერთობლივ წარმოებაში ჩაერთო

BM.GE