მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს
გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს

გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს

BM.GE7 ივლისი, 2026, 14:03|bm.ge

გიორგი ბახუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისი სამართლებრივი აქტები მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან 2026 წლის 6 ივლისიდან გათავისუფლდა და იმავე დღეს დაინიშნა სუსში.

ბახუაშვილი შსს-ში 10 ივნისს დაინიშნა და თანამდებობაზე თვეზე ნაკლები დროით იყო.

რაც შეეხება მის საქმიან ბიოგრაფიას, ასეთია. სამუშაო გამოცდილება:

• 2026 წლიდან – დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე • 2026 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დირექტორი • 2026 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილე • 2023-2026 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსი • 2023 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I მთავარი სამმართველოს I სამმართველოს III განყოფილების III ქვეგანყოფილების უფროსი • 2021-2023 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორი • 2021 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს III განყოფილების უფროსი ინსპექტორი • 2017-2021 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორი • 2007-2017 წლებში – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი (უფროსი ოფიცერი)

ამ მომენტისთვის სულხან თამაზაშვილს 4 მოადგილე ჰყავს. აქედან მხოლოდ გაგა კირკიტაძეა მისი დანიშნული.

პოსტზე მოსვლის მომენტისთვის კი უკვე თანამდებობას იკავებდნენ: ალექსანდრე დარახველიძე, როლანდ მესხი, შალვა თადუმაძე ისინი ამ დრომდე პოსტზე რჩებიან;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაოიმედი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE