მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გიორგი ჩაკვეტაძე სერია A-ს კლუბ "უდინეზეში" ითამაშებს - The Watford
გიორგი ჩაკვეტაძე სერია A-ს კლუბ "უდინეზეში" ითამაშებს - The Watford

გიორგი ჩაკვეტაძე სერია A-ს კლუბ "უდინეზეში" ითამაშებს - The Watford

BM.GE1 ივლისი, 2026, 16:22|bm.ge

ლონდონური გამოცემა The Watford Observer-ის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იტალიური სერია A-ს კლუბ "უდინეზეში" ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს აღარ სურს ინგლისის მეორე დივიზიონ, ჩემპიონშიფში კიდევ ერთი სეზონის გატარება და ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშს განიხილავს. “უოტფორდისა” და “უდინეზეს” კავშირის გამო, სავარაუდოდ, ჩაკვეტაძე სწორედ იტალიურ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

"გასული სეზონის ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება დაგეუფლებოდა, რომ ქართველის კარიერა უოტფორდში დასასრულს უახლოვდებოდა. მან ნოემბერში ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანა ვერ მოახერხა. შემტევმა ნახევარმცველმა 2024/25 სეზონში შთამბეჭდავი სტილით ყურადღება მიიქცია, მაგრამ შედეგიანობის მხრივ პრობლემები ჰქონდა - 107 შეხვედრაში ჯამში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა", - წერს The Watford Observer.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდს" 2023 წელს შეუერთდა, მას შემდეგ 107 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.ცნობისთვის გეტყვით, რომ "უდინეზეს" რიგებში კიდევ ერთი ქართველი საბა გოგლიჩიძე ირიცხება და შესაბამისად დიდია იმის ალბათობა, რომ მომდევნო სეზონიდან აღნიშნულ კლუბში ორი ქართველი ვიხილოთ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტალინის ₾66 000-იანი ნახატი, იარაღები, უძრავი ქონება... - რა ქონებას ფლობს ბეჟან წაქაძე?

სტალინის ₾66 000-იანი ნახატი, იარაღები, უძრავი ქონება... - რა ქონებას ფლობს ბეჟან წაქაძე?

BM.GE

უკრაინამ უფაში რუსულ ნავთობ ქარხანაზე ბოლო ერთ კვირაში იერიში მეორედ მიიტანა

უკრაინამ უფაში რუსულ ნავთობ ქარხანაზე ბოლო ერთ კვირაში იერიში მეორედ მიიტანა

BM.GE

BP-მ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორობა SOCAR-ს გადასცა

BP-მ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორობა SOCAR-ს გადასცა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE