მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GIPA-ს სტუდენტების სასწავლო ვიზიტი შუახევის ჰესების კასკადზე
GIPA-ს სტუდენტების სასწავლო ვიზიტი შუახევის ჰესების კასკადზე

GIPA-ს სტუდენტების სასწავლო ვიზიტი შუახევის ჰესების კასკადზე

BM.GE4 ივნისი, 2026, 19:46|bm.ge

28-29 მაისს, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შუახევის ჰესების კასკადს ეწვივნენ.

ვიზიტი განხორციელდა GIPA-სა და შუახევის ჰესების კასკადის მფლობელ ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. პარტნიორობის საფუძველზე, პროგრამის სტუდენტებს ყოველწლიურად ექნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკული სწავლება გაიარონ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგო ობიექტზე.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს და სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, სადაც მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ჰიდროელექტრო ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების პროცესების შესახებ, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, საინჟინრო პრაქტიკას და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ვიზიტის მონაწილეებმა დაათვალიერეს შუახევის ჰიდროელექტროსადგური, სხალთა ჰესი და დიდაჭარის კაშხალი, სადაც ადგილზე გაეცნენ ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირების სრულ ციკლს.

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წარმატებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა.

გვჯერა, რომ ენერგეტიკის სფეროს მდგრადი განვითარება შეუძლებელია პროფესიონალების გარეშე. სწორედ ამიტომ, ვქმნით შესაძლებლობას, სტუდენტებმა უშუალოდ გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებსპროფესიონალების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებაში,“ – განაცხადა ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE