მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE31 ივლისი, 2026, 00:10|bm.ge

ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შესაბამის ქვეყნებს ამის შესახებ დიპლომატიური არხებით შეატყობინებენ.

"ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმების შესახებ აცხადებს.

შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.

შესაბამის ქვეყნებს გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით ეცნობებათ", - ნათქვამია ნაურუს მთავრობის განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელეს.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ 2026 წლის 21 ივლისს გადაწყვეტილებას მიესალმა, რომლის მიხედვითაც „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ და "საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი განხორციელდაიმედი
  • ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი - მან თქვა რომ აფხაზებმა ქართველების გენოციდი მოაწყვესფორმულა
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
აფხაზეთის →ავრცელებს →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

„ნოდოს მეღვინეობამ“ წარმოება 5000 ბოთლამდე გაზარდა - რა გეგმები აქვს მცირე ბიზნესს?

„ნოდოს მეღვინეობამ“ წარმოება 5000 ბოთლამდე გაზარდა - რა გეგმები აქვს მცირე ბიზნესს?

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

BM.GE

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

BM.GE