მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გივი მიქანაძე ერთ-ერთი ყველაზე უსახური მინისტრია... უნდა გადადგეს!"|განათლების პოლიტიკის სპეციალისტი
"გივი მიქანაძე ერთ-ერთი ყველაზე უსახური მინისტრია... უნდა გადადგეს!"|განათლების პოლიტიკის სპეციალისტი

"გივი მიქანაძე ერთ-ერთი ყველაზე უსახური მინისტრია... უნდა გადადგეს!"|განათლების პოლიტიკის სპეციალისტი

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 14:59|bm.ge

მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” დამფუძნებელი წევრის, განათლების პოლიტიკის სპეციალისტ გიორგი ჭანტურიას განცხადებით, განათლების სისტემაში არსებული უპასუხისმგებლობა და არაკომპეტენტურობა სწავლის დაწყებიდან ორ დღეში სკოლების დახურვითა და ათასობით მოსწავლის ქაოსში ჩაგდებით დადასტურდა.

თბილისის 21-ე სკოლა, ველისციხის საჯარო სკოლა, მისაქციელის საჯარო სკოლა, ხაშურის მე-5 საჯარო სკოლა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლა, სენაკის მე-3 საჯარო სკოლა - ეს ის 7 სკოლაა, სადაც გიორგი ჭანტურიას ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლებში 3900+ მოსწავლე სწავლობს და 300+ მასწავლებელი მუშაობს.

განათლების პოლიტიკის სპეციალისტის შეფასებით, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ორცვლიანი სწავლება, ონლაინ რეჟიმზე იძულებითი გადასვლა და მასწავლებელთა დაუფასებლობა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასა და მომავალს სერიოზულ ზიანს აყენებს.

"გივი მიქანაძე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უარესი და უსახური მინისტრია, იმ უამრავთაგან, რაც კი გვყოლია, არსებულ მენეჯმენტთან ერთად - უნდა გადადგეს!", - წერს გიორგი ჭანტურია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

"ეს არის იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც სასწავლო პროცესი შეწყდა. რაც ვიცით, თორემ დარწმუნებული ვარ ასეთი კიდევ ბევრია. რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო არაფერს ამბობს, მაგრამ ოფიციალურადაც გამოვითხოვთ ყველაფერს.

გთხოვთ, თუ დამატებით ინფორმაციას გაიგებთ, კომენტარებში დაწერეთ ან პირადად მომწერეთ. საბედნიეროდ, არაერთი სკოლის მშობელი თუ პერსონალი გვიკავშირდება დანგრეული და არაშენებული სკოლების თაობაზე. ვეცდებით ყველგან ჩავიდეთ და გარკვეული ქმედითი ნაბიჯებიც გვქონდეს, ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

ჩვენთვის, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის • Movement for Social Democracy, განათლების პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ზედმეტი პოპულიზმის გარეშე, საქმიანად, თანმიმდევრულად ვმუშაობთ ამ საკითხებზე.შესაძლოა ერთი, რომელიმე სკოლის საკითხი გადაიჭრას, მაგრამ შესწავლის, სწორი ანალიზისა და თანმიმდევრული ქმედებების გარეშე ეს პრობლემა გადაუჭრელი დარჩება და ყოველთვის მოგვიბრუნდება. დღევანდელ მოვლენებს რაც შეეხება, წარმოიდგინეთ, 4000-მდე მოსწავლე/ოჯახი და 300-ზე მეტი მასწავლებელი სწავლის დაწყებიდან 2 დღეში იგებს, რომ მათი სკოლა უნდა დაინგრეს და მომდევნო წლებში სხვა სივრცეში მოუწევთ სწავლა.

სანამ ეს პროცესი მოგვარდება, მთელი კვირების მანძილზე ამ ბავშვებს ონლაინ სწავლება მოუწევთ, რაც ჩვენს რეალობაში სრული ფარსია! ამ ყველაფრის ფორმალურად და ტექნიკურად მოწესრიგების შემდეგ, წარმოიდგინეთ რამხელა ადაპტაცია მოუწევს თავად სკოლას - მის პერსონალს, მოსწავლეებს, მშობლებს. არადა, საზაფხულო არდადეგები სასწავლო დანაკარგებთან არის დაკავშირებული, რაზე საპასუხოდაც სკოლები სერიოზულად უნდა ემზადებოდნენ და რემედიალურ პროგრამებს გეგმავდნენ.

ამ დროს - აი, ეს ქაოსი და უბედურება მოუწყვეს ბავშვებს, რაც ორმაგ ზიანს მიაყენებს მათ. ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლით თამაში და მათი ფეხებზე დაკიდებაა!

გივი მიქანაძე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უარესი და უსახური მინისტრია, იმ უამრავთაგან, რაც კი გვყოლია, არსებულ მენეჯმენტთან ერთად - უნდა გადადგეს! უნდა გადადგეს არა იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში რაიმე ილუზია არსებობს თითქოს უკეთესი მოვა. არა, იმიტომ რომ ოდესმე ამ ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს!

ერთია სრული უპასუხისმგებლობა და მეორე - აბსოლუტური არაკომპეტენტურობა. რამხელა შეურაცხყოფაა, 2026 წლის 15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით, სკოლის ფორმებითა და ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყო, როცა სინამდვილეში რეალობა ასეთია:

- გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და ცუდი დაგეგმარების გამო, 400-ზე მეტ სკოლაში სწავლა 2 ან მეტ ცვლაში მიმდინარეობს და ასობით სკოლა სხვა სკოლის შენობაშია შესახლებული. ეს ყველაფერი 100,000-ზე მეტ მოსწავლესა და მათ ოჯახებს უდიდეს ზიანს აყენებს, როგორც აკადემიური მოსწრების ისე სხვა თვალსაზრისით.

- განათლებაში ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა ყველა სხვა სექტორთან შედარებით; მასწავლებელი და მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პროფესია.

- სასწავლო პროცესი დაიწყო ისე, რომ მასწავლებლებს საშუალება არ ჰქონიათ სახელმძღვანელოებს გასცნობოდნენ, ხოლო ასობით სკოლაში სახელმძღვანელოები ბავშვებს დღემდე ფიზიკურად არ მიუღიათ.

- ისედაც უამრავ ხარჯთან ერთად, მშობლებს სასკოლო ფორმების თანხაც გადაახდევინეს. არადა, ყველას აქვს ზოგადი განათლების მიღების უფლება და არანაირი დამატებითი თანხის გადახდა ხალხს არ უნდა სჭირდებოდეს.

აი, ამ სრულ ფიასკოსთან ერთად, სწავლის დაწყებიდან ზუსტად 2 დღეში, ათამდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. მიზეზი - სკოლების ინფრასტრუქტურული გაუმართაობა და ახლის მშენებლობის საჭიროება.

და ბოლოს, ამიტომაც გვჭირდება დემოკრატიული არჩევნები, რომ სისტემისადმი ნდობა აღდგეს. როცა ნდობა დაკარგულია, იქ შეუძლებელია რაიმე შეთანხმება ან განვითარება მოხდეს", - წერს გიორგი ჭანტურია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • გიორგი ფხაკაძე ოპოზიციას: ხალხს ეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ჩავიდა საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები. რა დონეზე ხართ ჩამოსულები. არავინ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება. არ შეიძლება ყველაფერში პოლიტიკა, მარაზმამდე დადისიმედი
  • ბარდელა და ლე პენი: არ შევეგუებით რუსეთის მცდელობას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვროსფორმულა
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
  • კობახიძე ირანის ელჩის პასუხად: სანქციებზე ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოსტვ პირველი
პოლიტიკის →განათლების →

მსგავსი სტატიები

8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა | TOP-საიმპორტო საქონელი

8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა | TOP-საიმპორტო საქონელი

BM.GE

მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია. ზუსტად ამას პასუხობს მიღებული გადაწყვეტილებები | დავით სონღულაშვილი

მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია. ზუსტად ამას პასუხობს მიღებული გადაწყვეტილებები | დავით სონღულაშვილი

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მცირედით იკლო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მცირედით იკლო

BM.GE

მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობილბანკიდან შეგიძლიათ

მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობილბანკიდან შეგიძლიათ

BM.GE