მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გლობალურ ბაზარზე დიზელის დეფიციტი გრძელდება
გლობალურ ბაზარზე დიზელის დეფიციტი გრძელდება

გლობალურ ბაზარზე დიზელის დეფიციტი გრძელდება

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 18:46|bm.ge

გლობალურ ბაზარზე დიზელის საწვავის დეფიციტია და მიწოდების შეზღუდული დონე მომავალ წლამდე შენარჩუნდება, რისი მთავარი მიზეზიც ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთის გადამმუშავებელი სიმძლავრეების მკვეთრი შემცირებაა.

ენერგოტრეიდინგული კომპანია Vitol-ის აღმასრულებელი დირექტორის, რასელ ჰარდის განცხადებით, ბაზარზე პროდუქტის სერიოზული დეფიციტია, რადგან რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდება დღეში თითქმის 4 მილიონი ბარელით შემცირდა.

სავაჭრო გიგანტ Phillips 66-ის გლობალური ვაჭრობის ვიცე-პრეზიდენტმა, მარკ სენმა აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად დიზელის დეფიციტური მარაგები ფასების ზრდას გამოიწვევს, რასაც ემატება ჰორმუზის სრუტეში არსებული გაურკვეველი მდგომარეობა.

ცხადია, არსებული ვითარება საბოლოო მომხმარებელზეც აისახა, მაგალითად, აშშ-ში დიზელის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და გალონზე $5.90-ს გადასცდა. საქართველოში კი ლიტრი დიზელის ფასი საშუალოდ 4.5 ლარს აღწევს.

შექმნილი კრიზისის ფონზე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები გადაუდებელი დახმარების ზომებს, მათ შორის საწვავზე გადასახადების შემცირებას და სუბსიდირებას მიმართავენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიწოდების აღდგენა უახლოეს პერიოდში არ არის მოსალოდნელი. რასელ ჰარდის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის ექსპორტი დღეში მხოლოდ 1 მილიონ ბარელს შეადგენს, რამაც გლობალური რეზერვების ამოწურვა გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

BM.GE

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE