მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გლობალური მიწოდების ჯაჭვების შენარჩუნებისთვის საჭიროა, სტატუს-კვო უცვლელი დარჩეს" - ტაივანის პრეზიდენტი
"გლობალური მიწოდების ჯაჭვების შენარჩუნებისთვის საჭიროა, სტატუს-კვო უცვლელი დარჩეს" - ტაივანის პრეზიდენტი

"გლობალური მიწოდების ჯაჭვების შენარჩუნებისთვის საჭიროა, სტატუს-კვო უცვლელი დარჩეს" - ტაივანის პრეზიდენტი

BM.GE4 ივნისი, 2026, 03:00|bm.ge

ტაივანის პრეზიდენტი ლაი ცინდე ტაიბეიში გამართულ ტექნოლოგიურ გამოფენა COMPUTEX-ზე სიტყვით წარდგა და ტექ-სექტორის წამყვან ლიდერებთან არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გლობალური მიწოდების ჯაჭვების წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა. ლაის თქმით, არსებული ხაზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წლების განმავლობაში დამკვიდრებული პოლიტიკური სტატუს-კვოს შენარჩუნება აუცილებელია.

ტაივანის ლიდერის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს სტაბილური, სანდო და პასუხისმგებლიანი ტაივანი სჭირდება, ეს კი ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვის გარეშე ვერ მოხერხდება.

შეგახსენებთ, ტაივანის პოლიტიკური სტატუსი რეგიონში მუდმივი დაპირისპირებისა და რისკების საფუძველია. ჩინეთის ხელისუფლება კუნძულს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, ამერიკის შეერთებული შტატები კი მას ოფიციალური აღიარების გარეშე სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ცნობისთვის, ტაივანში ჩიპების მსოფლიოში უმსხვილესი კონტრაქტორი მწარმოებელი, კომპანია TSMC-ი მდებარეობს. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთამაშეა ისეთი გლობალური გიგანტებისთვის, როგორებიც Nvidia და Apple-ი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობსიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE