მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფები მკვეთრად იზრდება - ბაზარზე არასტაბილურობა ნარჩუნდება
გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფები მკვეთრად იზრდება - ბაზარზე არასტაბილურობა ნარჩუნდება

გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფები მკვეთრად იზრდება - ბაზარზე არასტაბილურობა ნარჩუნდება

BM.GE3 ივლისი, 2026, 22:15|bm.ge

გლობალურ საზღვაო გადაზიდვებში ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება. წამყვანი ანალიტიკური პლატფორმის, Drewry-ის მსოფლიო კონტეინერების ინდექსი (WCI) 9%-ით გაიზარდა და 40-ფუტიან სტანდარტულ კონტეინერზე $4,530 შეადგინა.

ფასების ნახტომი ძირითადად ტრანსწყნარი ოკეანისა და აზია-ევროპის უმსხვილეს სავაჭრო მარშრუტებზე გაზრდილმა ტარიფებმა განაპირობა.

პიკური სეზონის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები უახლოეს კვირებში ტარიფების კიდევ უფრო მატებას ელოდებიან.

Drewry მიუთითებს, რომ შანხაი-ნიუ-იორკის მარშრუტზე ფასმა 11%-ით მოიმატა ($7,902), ხოლო შანხაი-ლოს-ანჯელესის მიმართულებით — 10%-ით ($6,349). დატვირთული გრაფიკისა და სიმძლავრეების სიმცირის გამო, მომავალი კვირისთვის უკვე გაუქმდა 8 რეისი. გადამზიდი კომპანიები, პიკური სეზონის დამატებით გადასახადს (PSS) აწესებენ. მაგალითად HMM -მა ივლისიდან დამატებით 3000 დოლარიანი ტარიფი აამოქმედა.

ძლიერი მოთხოვნის ფონზე, გადამზიდავებმა აზია-ევროპის ხაზზეც გაზარდეს ტარიფი. შანხაიდან გენუამდე ტრანსპორტირება 10%-ით გაძვირდა ($6,360), ხოლო შანხაიდან როტერდამამდე — 7%-ით ($4,682).

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ირანის შუალედური შეთანხმების შედეგად ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა, რეგიონში უსაფრთხოების რისკები კვლავ მაღალია.

"ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და ადრეული პიკური სეზონი მიმწოდებლებს აიძულებს, მომავალშიც მაღალ ხარჯებსა და ბაზრის არაპროგნოზირებად გარემოს შეეგუონ", - მიიჩნევენ ანალიტიკოსები.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თუ ბოთლებში წყლის ჩასხმა შეიძლება, იგივე მასალის სალათის კონტეინერი რატომ არ არის უსაფრთხო?! – “ლანჩ გრუპი”

თუ ბოთლებში წყლის ჩასხმა შეიძლება, იგივე მასალის სალათის კონტეინერი რატომ არ არის უსაფრთხო?! – “ლანჩ გრუპი”

BM.GE

"ბაზარზე უფრო მაღალ ხარისხზე მოთხოვნა იზრდება" - რატომ გადაწყვიტა Geberit-მა თბილისში ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა

"ბაზარზე უფრო მაღალ ხარისხზე მოთხოვნა იზრდება" - რატომ გადაწყვიტა Geberit-მა თბილისში ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა

BM.GE

ბოლო ერთ თვეში სამშენებლო-სარემონტო მასალების ნაწილი დაახლოებით 10%-ით გაძვირდა - "გორგია"

ბოლო ერთ თვეში სამშენებლო-სარემონტო მასალების ნაწილი დაახლოებით 10%-ით გაძვირდა - "გორგია"

BM.GE

შეკერავდნენ თუ არა ქართული ფაბრიკები სასკოლო ფორმებს "ჩინურ ფასად"? - "ივერია ტექსი"

შეკერავდნენ თუ არა ქართული ფაბრიკები სასკოლო ფორმებს "ჩინურ ფასად"? - "ივერია ტექსი"

BM.GE